დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახა კალაძის განცხადება
2016/07/23 16:49:30

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას,-პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯამა.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ რეალურად  ერთადერთი ძალაა, რომელსაც  ქვეყანაში არსებული  პრობლემების მოგვარება შეუძლია.

„ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით. ადგილობრივ მოსახლეობას წარვუდგინეთ ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერის თქმით,  უამრავი რეფორმა, პროექტი განხორციელდა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც ბევრი პრობლემაა.

„ ვფიქრობ, პარტია „ქართული ოცნება“ რეალურად არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. ჩვენი გამარჯვება- ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანა“,-აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:  გენადიმარგველაშვილიდიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილიცოტნე ზურაბიანიშალვა კიკნაველიძე, ელგუჯა გოცირიძე, პაატაკვიჟინაძე, გრიგოლ ლილუაშვილისულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი და გია მიქელაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3884
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია