დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქართულმა ოცნებამ" ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარად ელგუჯა გოცირიძე წარადგინა
2016/07/21 17:49:32

ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ ამ ოთხ წელიწადში იმისათვის, რომ ადამიანებს არ ქონოდათ მინიმალურ საკითხებზე საზრუნავი,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულში გააკეთა, სადაც  რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას  ტყიბულისა და თერჯოლის  გაერთიანებული საარჩევნო ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წარუდგინა.


„ელგუჯა გოცირიძე გახლავთ  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც ძალიან წარმატებული კარიერა განვლო. იგი არის პროფესიონალი თავისი საქმის. იგი გახლავთ ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი და დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც ამ სფეროში, იგი ძალიან წარმატებული ადამიანი იქნება პოლიტიკაშიც. იგი იქნება თქვენი ტკივილის და სიხარულის გამზიარებელი და თქვენი ხმის მიმტანი საქართველოს პარლამენტში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ავღნიშნო, რომ ის გზა, რომელიც  ბატონმა ელგუჯამ განვლო, არის მართლაც ძალიან წარმატებული ადამიანის გზა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.  

 

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ოთხი წელი გავიარეთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში  შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი. ჩვენ შევქმენით ისეთი სივრცე ქვეყანაში, სადაც თავისუფლად შეუძლიათ ადამიანებს საუბარი, საარჩევნო კამპანიის წარმართვა ისე, რომ არ არსებობს ზეწოლა არანაირ განსახვავებულ აზრზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ეს მონაპოვარი მოიტანა ოთხი წლის წინ ძალიან პატრიოტულმა, სახელმწიფოებრივმა ნაბიჯმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ქართველ ხალხთან ერთად. დღეს ჩვენ გვაქვს უკვე ის მონაპოვარი, როდესაც ჩვენ გვაქვს თავისუფლება.

 

ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ ამ ოთხ წელიწადში იმისათვის, რომ ადამიანებს არ ქონოდათ მინიმალურ საკითხებზე საზრუნავი. რაც არის ჯანდაცვის საკითხები. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ბევრ თქგვენგანს უსარგებლია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომ დღეს აღარ არის საჭირო საკუთარი ქონების დაგირავება იმისათვის, რათა ჯანდაცვის მომსახურება უზრუნველყოს საკუთარი ოჯახის წევრისთვის. ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარია მართლაც, თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ რაიონებში მაცხოვრებელთათვის ვუზრუნველყავით მინიმალური სასოფლო-სამეურნეო სერვისები, რაც არის მცირე მიწიანთათვის მოხვნაში დახმარება, შხამ-ქიმიკატების მიწოდება და ა. შ. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამები ადგილობრივი წარმოების აღორძინებისათვის. იმისათვის, რომ ჩვენ ქართველებმა შევძლოთ ის, რომ ვაწარმოოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქცია საქართველოში. ამისთვის, დღეს არსებობს არაერთი სახელმწიფო პროგრამა, როგორიც არის სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები და პროგრამა „აწარმოე საქართველოში““,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის და  დღეს ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას განსახორციელებელ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

 

„ დღეს ჩვენ გვჭირდება სწრაფი განვითარება იმისათვის, რომ კეთილდღეობა ვუზრუნველყოთ თითოეული ოჯახისათვის. თითოეულ მაცხოვრებელს ჩვენი ქვეყნის, მიუვიდეს ის სიკეთე, რომელიც  შევქმენით. ამისათვის,  გთავაზობთ რეფორმებს და გთავაზობთ სწრაფად გადასადგმელ ნაბიჯებს განათლების მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით. ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სწრაფ გეგმებს და ასევე მმართველობით რეფორმას, როდესაც სახელმწიფო გახდება მომსახურებაზე ორიენტირებული. ეს არის ის გეგმა, რომელიც ოთხი წლის თავზე დღეიდან ქვეყანას გაიყვანს შეუქცევადი განვითარების ეტაპზე და ამისათვის ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადამიანები საქართველოს პარლამენტში. სწორედ ასეთი გახლავთ ელგუჯა გოცირიძე“,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

 

ტყიბულის მოსახლეობას სიტყვით  ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

პარტიის გენერალურმა მდივანმა  იმ მაშტაბურ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ტყიბულში განხორციელდა.

 

„ ჩვენ ერთად, თქვენი დახმარებით, ამ ქალაქში  ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ და მე მინდა შევეხო გაზიფიცირების პროექტს, რომელიც თითოეული თქვენთაგანისთვის მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით, რომ მაგისტრალის მშენებლობა არის დასრულებული, უკვე მოხდა ამ მილსადენების გადაცემა კომპანია „სოკარზე“,  დაიწყება აბონენტების დაერთება, ანუ თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა უკვე ზამთარში ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ბატონმა პრემიერმა ისაუბრა იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად ამ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ და გავაკეთეთ. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი“,- განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

 

ტყიბულისა და თერჯოლის  გაერთიანებული საარჩევნო ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ პარტიის წევრები- მამუკა მდინარაძე და ელისო ჩაფიძე, რომელიც ამჟამად არის ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი.

 

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4757
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია