დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიგლა აგულაშვილი ბრაკონიერების საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა
2016/07/21 11:24:56

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებს სამინისტროს რეინჯერებზე, ტყის მცველებსა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ბრაკონიერების და სხვა სამართალდამრღვევების მხრიდან ბოლო დროს გახშირებული ძალადობის შესახებ სტატისტიკა გააცნო.


 სტატისტიკა 2012 – 2016 წლებს მოიცავს, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებზე თავდასხმის ფაქტებია ასახული.


 მხარეების შეთანხმებით, პრევენციული ღონისძიებები სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და ძალოვანი უწყებების კოორდინირებით განხორციელდება.


შეხვედრას მინისტრის მოადგილეებთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგებლები ესწრებოდნენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია