დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრი საჩხერელ პედაგოგებს შეხვდა
2016/07/19 16:00:03

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა საჩხერელ პედაგოგებთან გამართა, სადაც სისტემის განვითარების მიმართულებებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე საუბრა.


ვაპირებ თქვენთან მეგობრობას, მნიშვნელოვანია მე მესმოდეს რა გაწუხებთ  და რა ცვლილებები გსურთ" - ამ სიტყვებით მიმართა მინისტრმა საჩხერელ პედაგოგებს. ალექსანდრე ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტი სწორედ მოსწავლეები და მათი პედაგოგებია და რომ, იგი მზადაა ყველა რესურსი და მთავრობის მხარდაჭერა მათკენ მიმართოს.

 

შეხვედრები რეგიონებისა და რაიონების დონეზე კვლავ გაგრძელდება. მინისტრს დაგეგმილი აქვს ყველა რეგიონში ჩავიდეს, პედაგოგებს თავისი ხედვა გააცნოს  და მოუსმინოს მათ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2371
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია