დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რთველი 2016 -ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება
2016/07/13 20:05:03

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2016 - ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე  სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  ოთარ დანელიამ აღნიშნა, ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე ფიქსირდება  ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება. აქედან გამომდინარე, მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ  რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

 

,,2016 წლის რთველის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 45 თეთრით, 1 კგ საფერავზე - 20 თეთრით, 1 კგალექსანდროულსადამუჯურეთულზე2 ლარით. 2016 წლის რთველის ფარგლებში ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის საწარმო ჩაიბარებს.

 

გასული წლის მსგავსად, სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე.  ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. სახელმწიფოსხელშეწყობით, მევენახეგლეხებს/ფერმერებსჩაუბარებელიყურძენიარდარჩებათ. 2016 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალის რაოდენობა 180 ათას ტონას შეადგენს”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.


სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიანპერსპექტივაშიმევენახეობა-მეღვინეობისდარგმაქვეყნისეკონომიკისწინსვლაშიმნიშვნელოვანიროლიუნდაშეასრულოს. მასსახელმწიფოსმხრიდანფინანსურიდახმარებასუბსიდიისსახითაღარუნდადასჭირდეს.


,,როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, ჩვენითვითმიზანიარისსაერთოდგამოვიდეთ, სუფსიდიისმიდგომებიდან, როდესაცდარგიამისშესაძლებლობასმოგვცემს.  ფაქტია, რომდღესდარგს  ხელშეწყობა კვლავ სჭირდება. მნიშვნელოვანიაროგორცმევენახეების, ასევე მწარმოებელთა ინტერესებისგათვალისწინება”, - განაცხადა მინისტრმა.


ოთარ დანელიას თქმით, აღნიშნულიმიზნისმისაღწევად, სახელმწიფოსხელშეწყობითმევენახებისადაღვინისმწარმოებლებისთვისხელმისაწვდომიაიაფიფინანსურირესურსიშეღავათიანიაგროკრედიტისსახით, ხორციელდებააგროდაზღვევა, ვენახებისუწყებრივიკადასტრისპროგრამა, საექსპორტობაზრებისდივერსიფიკაციისღონისძიებები, რომლისშედეგადგაზრდილიაღვინისექსპორტი.


მევენახეობა-მეღვინეობისდარგისგანვითარებისხელშეწყობისმიზნითგანხორციელებულიღონისძიებებისშედეგად, დღეისმდგომარებით:შეღავათიანიაგროკრედიტისპროექტისფარგლებში დაფინანსებულია  22 ახალი, ხოლო გაფართოებულია  43  ღვინის მწარმოებელი საწარმო. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


ოთარ დანელიამ ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკაზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.


საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.  2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6128
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია