დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით უსუფაშვილმა თბილისში გამართული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეაჯამა
2016/07/05 18:35:33

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისში გამართული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეაჯამა.„მოხარული ვარ, რომ პრაქტიკულად, ყველა დელეგაციის და მონაწილის მხრიდან, მივიღეთ ძალიან გულწრფელი მადლობის სიტყვები, ღონისძიების ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მისი ყველაკომპონენტი, ტექნიკური, ორგანიზაციული, შინაარსობრივი, აღმოჩნდა ძალიან მაღალ დონეზე. ვერ ავუდივარ კოლეგების სამადლობელ სიტყვებს და მინდა ჩემი მხრიდან მადლობა მოვახსენო ყველას”, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დღეებში საქართველომ დაადასტურა, რომ მსგავსი ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზება შეუძლია. თუმცა, მისივე შეფასებით, ღონისძიებისმიმდინარეობისას, იყო გარკვეული პოლიტიკური ნიუანსებიც. „იყო გარკვეული პოლიტიკური ნიუანსები, რომელიც მთლად არ შეესაბამებოდა ამ ტიპის ღონისძიებებს და სამწუხაროდ, დღესაც, ამ მაღალიტრიბუნიდან გამომსვლელებმა ბრძანეს, რომ ცოტა არ იყოს უპრეცედენტო მოვლენებს ჰქონდა ადგილი, როდესაც შიდა პოლიტიკური პროცესები ამ დონეზე ავიდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთაგანსახილველად”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მისი თქმით, ამ მასშტაბის ღონისძიება საქართველოში პირველად გაიმართა და მომავალში, ქვეყანა მიღებულ გამოცდილებას გაითვალისწინებს. „სხვა დროს,სხვანაირად გავაკეთებთ, ალბათ, ჩვენს საქმეს, ისე, რომ პოლიტიკური ინტერესების ლობირება მოვახერხოთ ისეთი გზებით და საშუალებებით, რომლებიც არ იქნება კონტრპროდუქტიული ან არ იქნებაგარკვეული შენიშვნების საფუძველი. ესეც ჩავთვალოთ, რომ ნორმის ფარგლებში იყო”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტს საქმიანობაში წარმატება უსურვა. 


„მოხარული ვარ, რომ მე პირადად, თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად, მომიწია ამ ღონისძიების არა მხოლოდ მონაწილის სტატუსში ყოფნა, არამედ, როგორც ერთ-ერთი თანაორგანიზატორის და ვუსურვებყველას წარმატებებს, მათ შორის, ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს ის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია