დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იუნისეფ საქართველოს ვიდეოფილმმა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა მიმართ სტიგმის შესახებ მსოფლიო დაიპყრო (VIDEO)
2016/07/03 18:16:48

'ცვლილება იწყება მაშინ, როცა თავად გადაწყვეტ სხვებზე ზრუნვას'' - ესაა დევიზი ვიდეოსი, რომელიც ცდილობს გავლენა მოახდინოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ სტიგმაზე 


 90 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და 2 მილიონზე მეტმა გააზიარა ვიდეოსოციალური ექსპერიმენტი, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა მიმართ სტიგმის შესახებ. ვიდეო, რომელიც დამზადებულია  გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გლობალური კამპანიის - #fightunfair ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი გახდა მსოფლიოს მასშტაბით. მისი ძირითადი მიზანია ხაზი გაუსვას არათანაბარ შესაძლებლობებს და საზოგადოების მხრიდან განსხვავებულ დამოკიდებულებას სხვადასხვა ბავშვის მიმართ.  


სოციალური ექსპერიმენტი გადაიღო სტუდია „Switch Communications“-მა თბილისში.  იუნისეფის მიზანი იყო გავლენა მოეხდინა სტიგმაზე, რომელიც არსებობს ქუჩაში მყოფ ბავშვთა მიმართ. ცვლილება იწყება მაშინ, როცა თავად გადაწყვეტ სხვებზე ზრუნვას“ არის ვიდეოს სლოგანი, რომელიც ხალხს დააფიქრებს საკუთარ დამოკიდებულებაზე იმ ბავშვთა მიმართ, რომელთაც ყოველდღე ხვდება ქუჩებში.      


სიუჟეტი მოგვითხრობს ექვსი წლის გოგონაზე, რომელსაც ჰქვია ანანო და რომელსაც ხალხი განსხვავებულად ეპყრობა, მისი გასხვავებული გარეგნობიდან გამომდინარე. ვიდეო გვიჩვენებს, რომ ბავშვებს, მათი სტატუსისა და გარეგნობის მიხედვით, სხვადასხვანაირად ექცევიან. ამ სიუჟეტმა დიდი დისკუსია გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით. ხალხი მსჯელობს საკუთარ დამოკიდებულებაზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე.   

 

 

 

 ვიდეო გავიდა 28 ივნისს და მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა სხვადასხვა ქვეყანაში. დღეისათვის ეს არის იუნისეფის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული საუკეთესო ვიდეო 90 მილიონზე მეტი მნახველით და 2,15 მილიონი გაზიარებით. ანანოს ამბავმა სრულიად მოიცვა ბრაზილია, ესპანეთი, ბელგია, საფრანგეთი, ბულგარეთი, მაკედონია, ხორვატია და სხვა ქვეყნები.     


ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჯგუფია. ამ ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ განათლებასა და ჯანდაცვის მომსახურებებზე. ხშირად ისინი არ არიან რეგისტრირებულნი და  სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ქუჩაში ბავშვები ასევე, განიცდიან სტიგმას და უგულვებელყოფას საზოგადოების მხრიდან.  

 

წყარო: http://unicef.ge/44/unicefis_videom_msoflio_daipkro/410

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია