დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედიასწავლება სამხედრო ბაზაზე - "ღირსეული პასუხი 2016“
2016/07/02 20:21:55

 

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2016“ მიმდინარეობს. პროექტის მონაწილე რეპორტიორები და ჟურნალისტები სამხედრო ბაზაზე დილიდან აქტიურ სწავლებას გადიან.


მედიასწავლების მონაწილეები  5 ივლისის ჩათვლით 24- საათიან რეჟიმში სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

 

პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება, სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს შექმნიან. სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ. ასევე, გაეცნობიან ამ პროცესში თავდაცვის სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, კომპეტენციებსა და მუშაობის სპეციფიკას. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეები მოისმენენ მოწვეული ექსპერტების შეფასებებს და მიიღებენ შესაბამის რეკომენდაციებს.


მედიასწავლების ფორმატი მორგებულია ჟურნალისტთა საქმიანობის რიტმს. სწავლების ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის პრესკონფერენცია და სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს და ოპერატორებს ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება უწევთ.


სწავლების „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს ქმნიან, ხოლო სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება აქვთ.




 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია