დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"მზის გვირილა" ქუთაისში
2016/06/30 13:34:47

საქართველოში ,,მზის გვირილა“ პირველად ქუთაისში დამონტაჟდა. იდეა ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური განვითარების განყოფილებს ეკუთვნის.


 სკვერი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა , ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა , USAID-ის , ვინროკ ინტერნეიშენალის და არასამთავრობო ორგანიზაცია ენერგო ეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.


 .. „მზის გვირილა“-სთან თავმოყრილია USB დასამუხტი წერტილები , მოსასვენებელი სკამები განათებით, გამწვანება და მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი წერტილები. აღნიშნული ტექნოლოგიური ინსტალაცია, დღისით მასზე განთავსებული მზის ბატარეების მეშვეობით, იღებს საჭირო ენერგიას და გამოიყენება როგორც ავტონომიური დასამუხტი საშუალება, რაც უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს.


 

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ სექტემბრერში აღნიშნულ სკვერში ხელმსაწვდომი იქნება WI-FI, ელ. ბიბლიოთეკა და სხვადასხვა ინფორმაციის მიღება QR კოდების მეშვეობით.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2813
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია