დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერ-მინისტრი:"ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ ტექნიკური დათვალიერების სწორ სისტემას!"
2016/06/28 23:50:48

ჩვენ მომავალში აუცილებლად შემოვიღებთ ტექნიკური დათვალიერების სწორ სისტემას, რომელიც ხელმისაწვდომი, კორუფციისგან თავისუფალი და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი იქნება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქართველო ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა.


პრემიერის შეფასებით, ამ კუთხით საქართველოში მართლაც არასახარბიელო ვითარებაა და ტექნიკური დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორი იყო. 


"იმის მაგივრად, რომ ჩვენ დაგვეხვეწა ამ კუთხით არსებული რეგულაციები და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, რომ არ ჰქონოდა ამას მახინჯი ფორმა, რაც წარსულში მართლაც ჰქონდა, საერთოდ გავაუქმეთ ტექნიკური დათვალიერება. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით.

 

ჩვენ გვაქვს გეგმები, მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, საერთოდ გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და რაც მთავარია, ის იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ჩვენი ბავშვები ავადდებიან და ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია.

 

ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს. დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია