დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ცოცხალი წიგნები" იტალიაში ქართველ ემიგრანტებს სტუმრობდა
2016/06/22 00:16:16

"ცოცხალი წიგნები" _ იდეის ავტორთან, დამფუძვნებელთან და 8 არაჩვეულებრივ პოეტთან ერთად ( ნიკა ჯორჯანელი, ზვიად რატიანი, კატო ჯავახიშვილი, გიორგი არაბული, მარიამ წიკლაური, ლელა სამნიაშვილი, ელა გოჩიაშვილი, ლია ლიქოკელი) იტალიის დედაქალაქ რომს 18 ივნის ეწვია. ქართველი ემიგრანტების და სასურველი სტუმრების შეხვედრა ერთ-ერთ ისტორიულ და ანტიკურ ლოკალში _ ASSOCIAZIONE IN CINQUE -ში გაიმართა. 


პოეზიის საღამოს ესწრებოდა საქართველოს ელჩი იტალიაში, ბატონი კახა სიხარულიძე და რომის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი მამა იოანე ხელაია. 


საღამო სიტყვით გახსნა ქალბატონმა ნუნუ გელაძემ. იგი მილანის კულტურული საზოგადოების "სამშობლო გულით სატარებელი"-ს თავჯდომარეა. 15 წელია დაუღალავად მხარში უდგას ქართველ ემიგრანტებს მთელი იტალიის მასშტაბით. ჩვენთან საუბრისას მან თქვა:_ პროექტი "ცოცხალი წიგნები " უკვე ერთი წელია, არსებობს. ქართველი პოეტები და მწერლები მთელი საქართველოს მაშტაბით დადიან და მართავენ საჯარო კითხვებს, შეხვედრებს- ბიბლიოთეკებში, სკოლებში, ასევე ჯარისკაცებთან და ციხეებში. მათ იტალიაში მცხოვრები ქართველები ინტერნეტის საშუალებით ადევნებენ თვალყურს... და დაიბადა სურვილი, რომ ქართველი ემიგრანტებისთვისაც გამართულიყო ასეთივე შეხვედრა "ცოცხალ წიგნებთან." ჩვენ მივმართეთ საქართველოს კულტურის სამინისტროს , კერძოდ ქალბატონ ქეთი დუმბაძეს, რომლის დახმარებითაც მოხდა ქართველი მწერლების ჩამოყვანა იტალიაში.


ქეთევან დუმბაძე- ჩვენი საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილია. ის მთელი რუდუნებით უდგას სათავეში ქართველი მწერლების და პოეტების შეხვედრებს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. " ძალიან ბევრი გვეფიქრება ჩვენს თანამემამულეებზე _ ამბობს ქ. ქეთევანი. სულ იყო ფიქრი იმაზე, რომ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ისეთი, როცა არ ხარ ბიზნესმენი. ..მთავარი ხომ სულიერებაა. ჩვენ ხომ ადამიანებად უნდა დავრჩეთ და ადამიანებად უნდა გადავრჩეთ ... პროექტი "ცოცხალი წიგნების " შესახებ საზღვარგარეთ მყოფმა საზოგადოებამ ინტერნეტის და სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო და შეიყვარა. იტალიიდან წამოვიდა წერილი _ "ჩვენც ხომ თქვენი თანამოქალაქენი ვართ. იქნებ ჩვენთანაც ჩამოხვიდეთ. " როცა ეს ყველაფერი იდეის დონეზე იყო ამის განსახორციელებლად მხარში დაგვიდგა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. 


პროექტი "ცოცხალი წიგნების " მიზანია სიკეთე და სიყვარულის თესვა საზოგადოებაში. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვიაროთ, ვიკითხო სიყვარულით. ჩვენი გრძნობები ვარიგოთ. ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, - ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, და ჩვენ ამ სულის ტარებაში უნდა დავეხმარო ერთმანეთს. "


"ცოცხალი წიგნების " პრეზენტაციაზე შასაძლებელი იყო ქართველი თანამედროვე პოეტების კრებულის _ ანთოლოგია "VITE E TRALCI" შეძენა . კრებული შედგება 16 პოეტის ლექსებისაგან, აქედან 4 პოეტს თვით "ცოცხალი წიგნების " პრეზენტაციაზე მოვუსმინეთ....


P.S. ამ ლამაზი საღამოსთვის მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი და ვუსურვებ პროექტ "ცოცხალ წიგნებს" წარმატებებს. კიდე მრავალი
ემიგრანტი გაგეხარებინოთ.


მირანდა დოლაბერიძე

იტალიიდან

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია