დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერის განცხადებით, ხოსე კარერასის კონცერტის მოსაწვევი არც ერთ საჯარო პირს არ მიუღია
2016/06/17 15:28:03

ქუთაისში მსოფლიო დონის ვარსკვლავის, ხოსე კარერასის კონცერტისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. კონცერტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღია ცისქვეშ ჩატარდება, სადაც დასწრება თავისუფალია. დღეს უკვე დამონტაჟებულია სცენა, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები მაინც მიმდინარეობს.


ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით: „ ეს კონცერტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ამ დონის ღონისძიებისთვის ქუთაისს ათეული წლებია, არ უმასპინძლია. გადაწყვეტილება, კონცერტის გარე სივრცეში ჩატარების, ვფიქრობ სწორად იქნა მიღებული, შესაბამისად, დასწრება თავისუფალია.“


კონცერტისთვის ხოსე კარერასმა თავისი პირობები წამოაყენა, ერთ-ერთი იყო სკამების განლაგება, რომლის უზრუნველყოფაც ამ დროისთვის მოხდა. სკამები ორ რიგად განლაგდება და შესაბამისად, დარიგდა მოსაწვევები. 670 მოსაწვევიდან 250 იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდა, ხოლო დარჩენილი რაოდენობა სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ოპერის თეატრს, კონსერვატორიას, სამუსიკო სასწავლებლებს, ქუთაისის საპატიო წოდების მქონე პირთა ოჯახის წევრებს და შშმ პირებს ერგოთ. კონცერტზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ტრანსპორტირებას ქუთაისის მერია უზრუნველყოფს.

 

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, მოსაწვევი არც ერთ საჯარო პირს არ მიუღია, ისინი კონცერტს ჩვეულებრივი, რიგითი მაყურებლის რანგით დაესწრებიან. 

 

როგორც წინა დღეებში უკვე ვწერდით,  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=59816    ხოსე კარერასის კონცერტი ქუთაისში გაიმართება 18 ივნისს 20სთ.30წთ.-ზე, პროექტ "Сheck in Georgia" –ს ფარგლებში. ეს პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მას კულტურის განვითარების ფონდი უწევს ორგანზებას.

 

მარიკა ეფრემიძე

 



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6795
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია