დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
3D გამოსახულების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა
2016/06/15 14:37:47

 

საზოგადოებრივ კოლეჯგლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ 3D გამოსახულების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


კოლეჯის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყოსამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტისადასაგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერის" მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების მიერ კომპიუტერულ გრაფიკაში შექმნილი ნამუშევრები. გამოფენას გაეცნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სტუმრები პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებიდან, პარტნიორები კერძო სექტორიდან, სარეკლამო და საგამომცემლო კომპანიების წარმომადგენლები.

 

სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტისა" დასაგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერის" მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები კოლეჯში 2015 წელს დაინერგა და სწავლებით დაინტერესებაც საკმაოდ დიდია. ამ პროგრამების დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ არქიტექტურულ, სარეკლამო, სატელევიზიო და თამაშების წარმოების სექტორში მომუშავე ორგანიზაციებში, გამომცემლობებსა და პოლიგრაფიულ საწარმოებში, ციფრულ სტამბებში დამკაბადონებლის, გრაფიკოს-დამკაბადონებლის, ტექნიკური დიზაინერის და სხვა თანამდებობებზე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2858
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია