დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელ მოსწავლეს "აგლია აბზიანიძის სახელობის სტიპენდია" დაენიშნა
2016/06/02 13:49:30

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის განვითარებაში არაერთი მოღვაწე, კურსდამთავრებული თუ ორგანიზაცია მონაწილეობს. მათ შორისაა ქუთაისის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ბატონი ვაჟა ჯუღელი, რომელმაც თავისი პირადი სახსრებით, სკოლის წარჩინებულ, მე-11 კლასის მოსწავლეს, მათე შარვაძესაგლაია აბზიანიძის სახელობის სტიპენდიადაუნიშნა.


ქალბატონი აგლაია აბზიანიძე, ბატონი ვაჟას დედაჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი გახლდათ 1975-2009 წლებში. სკოლაში გახსნილია მისი სახელობის მათემატიკის კაბინეტი იმ ამაგის პატივსაცემად, რომელიც მან მოღვაწეობის წლებში გასწია სკოლისა და მოსწავლეთა განვითარებისათვის

ჩვენ ბატონ ვაჟა ჯუღელს ვესტუმრეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ, რომელსაც ახლა გთავაზობთ.

 

 

ბატონო ვაჟა, იქნებ თავად გვიამბოთ,რა გაკავშირებთ ჩვენს სკოლასთან?

- დედაჩემი, აგლი, თქვენი სკოლის მასწავლებელი იყო, გარდა ამისა, ბოლო წლებში, მეც ვსწავლობდი ზემოთ ხსენებულ სკოლაში (VIII, IX კლ.). „ფიზ-მათიდაამთავრეს ასევე ჩემმა დამ, ქეთევან ჯუღელმა და მისმა მეუღლემ, მერაბ კვიცარიძემ. ჩვენმა შვილებმაც -  გიორგი კვიცარიძემ და დავით ჯუღელმა.

 

- გარდა კეთილშობილური განზრახვისა, სტიპენდიის დანიშვნას უფრო დიდი მიზანი აქვს?

- რა თქმა უნდა. მინდა, რომ გარკვეული სტიმული მისცეს სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს.

 

- როგორც ჩვენ ვიცით, ქალბატონი აგლი მასწავლებელთა მასწავლებელი იყო... მკაცრად გზრდიდათ შვილებს?

- არა, ის ხელით არასდროს შეგვხებია, თუმცა, მისი მკაცრი გამოხედვა ზოგჯერ უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე შეიძლება, ფიზიკური დასჯა ყოფილიყო. ყოველთვის სამართლიანი იყო და ამას შვილებსაც გვინერგავდა.

 

-  ვიცით, რომ ძალიან გიყვართ ლიტერატურა და კინო, თავიდან ვინ შეგაყვარათ?

- ლიტერატურისა და ენის სიყვარული სკოლის მასწავლებელმა, ქალბატონმა მარინა კიკნაძემ, ჩამინერგა. კინო კი როგორც ყველას, მეც სახლიდან შემიყვარდა.

 

- რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ჩვენს სკოლაში მოსული, დედათქვენის სახელობის კაბინეტს ხედავთ?

- სიამაყის, რადგან ვფიქრობ, ამით უკვდავყავით მისი სახელი. მისი ამაგი და შრომა მომავალი თაობების აღსაზრდისთვის დაფასდა. ვიცი, ეს კაბინეტი მხოლოდ სასწავლო პროცესისთვის არ გამოიყენება, არამედ -მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვისაც. ბიბლიოთეკა კი, რომელიც ამ კაბინეტშია განთავსებული, მე და ჩემი ოჯახი ვეცდებით, რომ დროდადრო შევავსოთ.

 

- რას უსურვებდით ჩვენს სკოლას?

- საქართველოში თქვენი სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა და ვუსურვებ ეს სახელი, სწავლის დონე შეენარჩუნებინოს, გაეზარდოს. არაერთი მეცნიერი და პროფესორი აღუზრდია „ფიზ-მათს“ და ვიმედოვნებ, სკოლის წარმატებები კვლავ გაგრძელდება!


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2880
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია