დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვითი თემების სწავლება იწყება
2016/05/31 11:20:12

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ბაგა-ბაღების აღმზრდელებს  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორთან ია პაპიაშვილთან ერთად  შეხვდა.


შეხვედრაზე სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის მიერ შემუშავდა     სკოლამდელი სასწავლო სახელმძღვანელო, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვას, წყლის რესურსების დაზოგვას და ენერგოდამზოგველობას მოიცავს.


აღმზრდელთა დამხმარე სახელმძღვანელო  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებისა და აღმზრდელების კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა.


ქალაქ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით შერჩეულ 16 საპილოტე ბაგა-ბაღების აღმზრდელებს  ტრენინგი ჩაუტარდათ, თუ როგორ მოხდეს გარემოსდაცვითი კომპონენტების დანერგვა სკოლამდელ განათლებაში. სექტემბრიდან კი ყველა ბაგა-ბაღს ექნება დამხმარე სახელმძღვანელოს გამოყენების საშუალება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17604
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია