დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დისკუსია ნარკოპოლიტიკის საკითხებზე ქუთაისში
2016/05/30 12:58:32

ქუთაისში, სახალხო დამცველის ოფისში, ნარკოპოლიტიკის თემაზე დისკუსია მოეწყო.  შეხვედრაs სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სააპელაციო სასასმართლოს, არასამTავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე  საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრეს, რომელიც ძირითადად დასჯად ქმედებებს მოიცავს და არა არის ორიენტირებული რეაბილიტაციაზე.


ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენელმა კახა კვაშილავამ განაცხადა, რომ: „ზოგადი საფრთხეების მოლოდინით არ შეიძლება ნარკომომხმარებლებს მკაცრად მოექცე და დასაჯო. საჭიროა, კანონი აღიჭურვოს შესაბამისი მექანიზმებით, რაც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა რესოციალიზაციაზე.“


არსებული კანონის გადახედვაზე და საკითხის ჯანდაცვის სფეროს ფარგლებში მოქცევაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. „გარდა ამისა, საჭიროა ტრენინგები პოლიციელებისთვის ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ სასჯელი უნდა იყოს უფრო მსუბუქი და ჰუმანური ,“ - განაცხადა მან.


შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია თუ დეპინიზილება, ეს უკანასკნელი თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს. არასამთავრობო სექტორის მხრიდან აქცენტები სარეაბილიტაციო და ჩანაცვლებითი თერაპიების გაძლიერებაზე დაისვა.


 

სახალხო დამცველის თქმით, ანალოგიური შეხვედრები სხვა აქტუალურ საკითხებზეც შედგება და საზოგადოების განხილვის თემა გახდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3317
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია