დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტი ქუთაისს სტუმრობს
2016/05/17 19:36:14

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისს ორ დღიანი ვიზიტით სტუმრობს.


საქართველოს პრეზიდენტი დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში , ,,ქარავან არტ ფორუმი 2016“- ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტთან ერთად ფესტივალი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნეს.

 

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 17 დან 20 მაისის ჩათვლით იმართება. ფესტივალის ორგანიზატორი ქუთაისის მერიაა. 


ხვალიდან მრგვალი მაგიდა მოეწყობა ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში. მომხსენებელი: მარია ცანცანოღლუ, მხატვართა ჯგუფის პრეზენტაცია და არტ ობიექტების ინსტალაცია. 19 მაისს დაგეგმილია ანრი მაჭავარიანის მასტერ კლასი. საღამოს ქუჩის აქცია და არტ გრაფიტი მოეწყობა. დასასრულს, 20 მაისს გაიმართება კონცერტი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით. მსმენელის წინაშე ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და დავით შამანაური წარსდგებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია