დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაცია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში
2016/05/03 23:16:34

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ოფისში, პარიზში, ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პრეზენტაცია საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საფრანგეთის აგრარული პალატის, პროფესიონალი სომელიეების, ენოლოგების, ღვინის ჟურნალისტებისა და ბლოგერების,  UNESCO- და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე გაიმართა.


ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში.


პარიზში გამოფენის მიზანი იყო ქართული ღვინის წარდგენა  პროფესიონალებისა და ფართო საზოგადოების წინაშე. ქართული ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, OIV-ში ასევე გაიმართა გამოფენა ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ -  "მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა", სადაც წარმოდგენილი იყო საფრანგეთის მუზეუმში დაცული ფრანგი ეთნოგრაფების ჟოზეფ დე ბაისა და ჰუგო კრაფტის მიერ 1897-1903 წლებში გადაღებული ფოტოები.  ფოტო-გამოფენას ორგანიზება კულტურული მემკვიდრეობის კურატორმა, ანა ჭეიშვილმა გაუკეთა.


 ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით OIV-ის გენერალურმა დირექტორმა ჟან-მარი ორანმა (Jean-Marie Aurand), საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა მიმართეს.


ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია: „ჩელთი“,„შუხმან ვაინსი“, „შატო მუხრანი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „შუმი“, „კახური ღვინის მარანი“ „მეღვინეობა ხარება“, „კახური“, „ლუკასი“, „შალვინო“, „თბილღვინო“, „თელიანი ველი“, „ვაინმენი“, „მარანულიდავინაგორი“.


 

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV  წარმოადგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია 45 ქვეყანა. ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეღვინეობის დარგის ტექნიკური რეზოლუციებისა და სტანდარტების შემუშავება-ჰარმონიზაცია, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და ზოგადად დარგის განვითარებაზე ზრუნვა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია