დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში „MERCEDES -BENZ-ის მოდის კვირეული“ გაიმართება
2016/04/27 00:45:23

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 5-დან 9 მაისის ჩათვლით საერთაშორისო მოდის კვირეულს თბილისის ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.

 

კვირეულის ფარგლებში თბილისში ჩამოვლენ დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან. ქვეყნის ისტორიისა და მისი კულტურის უკეთ წარმოჩენის მიზნით, კვირეული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში გაიხსნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, სტუმრები გაეცნობიან ქართულ ფოლკლორს და ეროვნულ სამოსს, დაათვალიერებენ ქვეყნის ღირშესანიშნავ ადგილებს და დააგემოვნებენ ქართული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს.


მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევიან: ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზად ქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამ ყველაზე გავლენიან მოდის ბლოგერს შორის დასახელებული Diane Pernet. Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში, გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები და მასტერკლასები, გამოფენები რამდენიმე ცნობილი დიზაინერის მუდმივმოქმედი ექსპოზიციით, იმუშავებს 2 შოურუმი.


მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები გაშუქდება Vogue.com-ის, Modemonline-ის, Nowfashion-ის ონლაინ გამოცემებში. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც დეტალურად გააშუქებენ თბილისში გამართულ ჩვენებებს.

 

მოდის კვირეულის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო. მოდის კვირეულის გენერალური პარტნიორია კომპანია The Coca-Cola Company. ღონისძიების გენერალური სპონსორი - Tbilisi Mall; ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო Radisson Blu Iveria; ოფიციალური პარტნიორი - სასტუმრო Room Hotel Tbilisi;ღონისძიების ორგანიზატორი McCann Erickson Tbilisi;

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8799
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია