დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“საქართველოს ნარდის კლუბი“ და „ევროპა ბეთი“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, წყალტუბოში ჟურნალისტთა საერთაშორისო მედიატურნირს მართავს
2016/04/22 12:00:49

“საქართველოს ნარდის კლუბი“ და საქართველოს უმსხვილესი ონლაინ- და ოფლაინ- აზარტული თამაშების კომპანია „ევროპა ბეთი“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით,  ჟურნალისტთა საერთაშორისო მედიატურნირს მართავს.  ღონისძიება 21-24 აპრილს, წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ იმართება და მასში მსოფლიოს 9 ქვეყნის  41ჟურნალისტი  მონაწილეობს. ტურნირის დირექტორია, ნარდის მსოფლიო ფედერაციის გენერალური მდივანი  -  მარკო ფორნასირი (იტალია). ნარდის ტურნირის მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას გემბლინგ-ტურიზმისთვის იდეალური ლოკაცია — საქართველო გააცნოს.

 ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ნარდის ფერედაცია პირველად სწორედ საქართველოში, 1989 წელს დაარსდა, იმავე წელს პირველი ჩემპიონატიც გაიმართა. საქართველოში სპორტული ნარდის, ანუ backgammon-ის დამკვიდრება 90-იან წლებს უკავშირდება. 2007 წელს ფედერაციის რებრენდინგი განახორციელა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ხობი“, მისი დამფუძნებლის და პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გოდერძი ბუკიას ინიციატივით. მან საფუძველი ჩაუყარა ჟურნალისტ გოგი ბუკიას მემორიალურ საერთაშორისო ტურნირს. სწორედ ამ ტურნირის ავტორიტეტმა და მასში მაღალრეიტინგული სპორტსმენების მონაწილეობამ, შესაძლებელი გახადა უფრო მასშტაბური ტურნირის - ნარდის მსოფლიო თასის გათამაშების ორგანიზება, რომელიც 27 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აიღებს სტარტს.

ღონისძიების პარტნიორი ქართულ ბაზარზე წამყვანი პოზიციის მქონე კომპანია — „ბეთსონ ჯგუფის“ წევრი „ევროპა ბეთია“, რომელიც მომხმარებელს კომფორტულ, საინტერესო, ინოვაციურ აზარტულ თამაშებს ონლაინ- და ოფლაინ- სივრცეში სთავაზობს. როგორც „ევროპა ბეთის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, „ნარდის მსოფლიო თასის“ საპრიზო ფონდისთვის 125,000 აშშ დოლარია გამოყოფილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5210
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია