დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კოლხური ბზის გადასარჩენად ხონში საინფორმაციო აქცია გაიმართა
2016/04/22 02:52:32

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და რეგიონალური ინიციატივების ცენტრის თანამშრომლობით კოლხური ბზის გადასაჩენად ხონში აქცია მოეწყო.


გადავარჩინოთ კოლხური ბზა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ფლაერები დაურიგდათ. აღსანისნავია, რომ კოლხური  ბზა  საქართველოს  წითელ  წიგნშია  შეტანილი.


კოლხური ბზა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმაც შეიყვანა საერთაშორისო წითელ ნუსხაში.


შესაძლოა, ბზა საკარანტინო ნუსხაში შევიდეს და მისი ტრანსპორტირება აიკრძალოს. ბზის უკანონო გადაზიდვისთვის სპეციალისტები ჯარიმის  დაწესება ითხოვენ.


ბზის განადგურების, მაჩვენებელი ბოლო მონაცემით ასე გამოიყურება: საქართველოში, ბუნებრივი გავრცელების არეალში, ბზა 95%-ით განადგურდა.  მათ შორის  100-200-წლიანი კორომები გახმა!!!  ბზის გადასარჩენად სახელმწიფო ორგანოებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთად დაიწყეს ზრუნვა და  მიმდინარეობს ბზის შეწამვლის პროცესი.


სპეციალისტების მიერ მომზადდა  კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმა და მისი შესრულება დაწყებულია. ამ ეტაპზე ჯანსღი კორომების აღწერა მიმდინარეობს, რომლიდანაც მოხდება თესლის და კალმის აღება გამრავლებისთვის.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია