დასრულდა ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების მიერ ორგანიზებული - გელა დარსაძის სახელობის ტურნირი კალათბურთში.
ტურნირში თბილისის ორმა გუნდმა “ორბი“-მ და „ჰიუნდაი“-მ, ქუთაისის გუნდმა „ქუთაისმა“ და რუსთავის გუნდმა „რუსთავმა“ მიიღეს მონაწილეობა.
ფინალში ერთმანეთს“ რუსთავის“ და „ქუთაისის“ გუნდები შეხვდნენ, გამარჯვება ქუთაისის „ქუთაისმა“ მოიპოვა, რომელშიც ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ნიკოლოზ კირიაკიდი თამაშობს.
გამარჯვებულები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვეს, ხოლო გარდამავალი თასი ახალგაზრდა სპორტსმენებს გელა დარსაძის მეუღლემ გადასცა.
ჩვენი სკოლა ულოცავს „ქუთაისის“ გუნდს გამარჯევბას და უსურვებს წარმატებას!