დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქსნის მინის ქარხანა სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას იწყებს
2016/04/19 17:04:51

ქსნის მინის ქარხანა იწყებს სოციალური პასუხიხიმგებლობის აქტივობას თბილისის მასშტაბით ,რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ექნებათ საშუალება  ქარხნის დათვალიერებისა და მიმდინარე პროცესების ნახვის, თუ როგორ მზადდება მინისგან ბოთლებიექსკურსიის ფარგლებში სტუდენტებს ინფორმაციას გააცნობს ქართული მინის ქარხნის სპეციალისტები.


პროექტი მიზნად ისახავს თბილისის მასშტაბით იმ სტუდენტების მოწვევას,რომლებისთვისაც საინტერესოა ეს სფერო , შეირჩა 5 წამყვანი უნივერსიტეტი ესენია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.აგრარული უნივერსიტეტი,თბილისის სამხავტვრო აკადემია. ექსკურსიის ბოლოს სტუდენტებს დაურიგდება წამახალიბელი საჩუქრები.


სსმინაფუნქციონირებს 1997 წლიდან,იგი შედის თურქულ სამრეწველო ჰოლდინგშიშეჯამში”, რომელსაც ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიოში მინის მწარმოებელი კომპანიების პირველ ოთხეულში. დღეისათვის სსმინაარის საქართველოში და საზღვარგარეთ უმნიშვნელოვანესი კლიენტების მომმარაგებელი, რომელთა შორის არიანბორჯომი“, „ნაბეღლავიდა მრავალი სხვა.ქართული მინდა გადის ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში.


 

ნიშანდობლივია, რომ სსმინასსაქართველოს მასშტაბით ასევე მოწინავე პოზიციები უკავია უსაფრთხო შრომის პირობებისა და დასაქმებულთა სოციალური დაცვის კუთხით - საწარმომ საკუთარი ინიციატივით მიიღო მონაწილეობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოებულ შრომის პირობების მონიტორინგის  პილოტურ პროგრამაში, რომლის შედეგად მიღებული აქვს უაღრესად დადებითი შეფასება.


 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია