დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბაღდათში, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში საქართველოს სახელმწიფო ენის დღე და პოეტის გარდაცვალების 86 წელი აღინიშნა.
2016/04/15 22:10:11

ვლადიმერ მაიაკოვსკი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსია, შესანიშნავი დრამატურგი, მხატვარი, კინოსცენარისტი და მსახიობი. სამწუხაროდ, ქართველ მკითხველთა დიდი ნაწილი დღესაც ფიქრობს, რომ ის მხოლოდ რევოლუციური პოეტია, საბჭოთა პასპორტზე დაწერილი ლექსის ავტორი და სხვა. ბაღდათის ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის სამეცნიერო ჯგუფმა გადაწყვიტა _დაარღვიოს ეს სტერეოტიპი და მკითხველს გააცნოს პოეტის დღემდე უთარგმნელი ლირიკული შედევრები.

 


14 აპრილს, ბაღდათში მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში საქართველოს სახელმწიფო ენის დღე და პოეტის გარდაცვალების 86 წელი აღინიშნა. მუზეუმის სამეცნიერო-შემოქმედებითმა ჯგუფმა ამ დღის აღსანიშნავად დამსწრე საზოგადოებას პოეტის უცნობი ლირიკული შედევრების ქართული თარგმანები წარუდგინა, რომლებიც თარგმნილი და შესრულებულია პოეტ ზაალ ებანოიძისა და კოტე კიკნაძის მიერ. როგორც მაიაკოვსკის ახლახან გარდაცვლილი ქალიშვილი, პატრისია ტომპსონი თავის წიგნში ,,მაიაკოვსკი მანჰეტენზე“ -წერდა, პოეტს არასდროს დავიწყნია ენა, რომლითაც ლაპარაკი დაიწყო_ქართული ენა.

 

სწორედ მაიაკოვსკის ერთერთ მშობლიურ და უსაყვარლეს ენაზე შესრულდა მისი შესანიშნავი ლექსების თარგმანები. ისაუბრეს ასევე ქართულ პერიოდიკაში ბოლო დროს გამოქვეყნებულ კ.კიკნაძის ესეებზე, სადაც საუბარია პოეტის ბიოგრაფიის უცნობ ისტორიებზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბექა კუჭუხიძე, კოტე კიკნაძე, ცირა ყურაშვილი, ნუგზარ კუჭუხიძე. საღამოს ესწრებოდნენ საჯარო სკოლების ქართული და რუსული ენის პედაგოგები, ბაღდათის საზოგადოება, მუნიციპალიტეტის გამგებელი - ირაკლი გეგეშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები,  ასევე - შემოსწრებული სტუმრები პეტერბურგიდან. მათი თხოვნით ბაღდათის გამგებელმა სტუმრებს ზაალ ებანოიძის და კოტე კიკნაძის ახალი თარგმანი, „ხაკისფერი ხალათი“ წაუკითხა. ეს ლექსი მაიაკოვსკიმ პეტერბურგში დაწერა 1914 წელს.

 

 

 

ცირა ყურაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია