დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელოვნების სასახლე დავით ლაზაშვილის ანტიკვარული კოლექციის გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
2016/04/13 15:23:32

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნების სასახლში უპრეცენდენტო გამოფენა გაიხსნა და ერთ თვეს გაგრძელდება..

 

პირველად, ხელოვნების სასახლის ისტორიაში ცნობილი ქართველი კოლექციონერის დავით ლაზაშვილის ანტიკვარული კოლექციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ერთი თვის განმავლობაში, საზოგადოებას საშუალება ექნება არა მარტო დაათვალიეროს ძველი თავადური საგვარეულოს წარმომადგენელთა ძვირფასი ნივთები არამედ სურვილის შემთხვევაში შეიძინოს კიდეც.


ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბაგრატიონების, მუხრანბატონების, ჭავჭავაძეებისა და ამილახვრების ნაქონი ნივთები. კოლექცია დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში გროვდებოდა და იგი ევროპული სკოლის წარმომადგენლების მათ შორის მურილიოს სკოლის ნახატებს მოიცავს. აქვეა წარმოდგენილი რუსული საიმპერატორო ჭურჭელი, ფრანგული და ჩინური გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ნიმუშები.

 

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მსოფლიოში ცნობილი ფირმის ‘ფაბერჟეს’ საიუვილერიო ნაწარმი. გამოფენაზე წარმოდგენილია დიდი ფერწერული კოლექცია რომელიც მე-18-19 საუკუნეების რუსულ და ევროპულ ნამუშევრებს აერთიანებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8280
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია