დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი იმერეთის აუდიტორული შემოწმების შედეგებით უკმაყოფილოა
2016/04/08 19:43:11

აუდიტის სამსახრუმა დღეს ქუთაისში, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტბში ჩატარებული აუდიტის შედეგები წარუდგინა მუნიციპალიტეტების მმართველ პირებს და ჟურნალისტებს.

 

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ იმერეთის რეგიონში განხორციელებული აუდიტის შესახებ საკმაოდ უარყოფითი განცხადებები გააკეთა:

 

"იმ ადამიანებმა, ვისი პასუხსმგებლობაცაა სახელმწფო ბიუჯეტის განკარგვა, ყურადღება უნდა მიაქციონ სახელმწიფო სახსრების ეკონომიურ, ეფექტურ ხარჯვას იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალქეებმა მიიღონ ის სარგებელი, რაც განკუთვნილია მათთვის და ფინანსდება მათი გადასახადებით.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შემოწმების შემდეგ გამოვლენილი ის ხარვეზები და დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა ამა თუ იმ გამგეობაში და რომელზედაც ჩვენ გავეცით რეკომენდაციები, როგორ უნდა იქნას გამოვლენილი ეს დარღვევები და ვმსჯელობთ ზუსტად ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, თუ როგორ, რა ფორმით უნდა გამოსწორდეს ის ხარვეზები, რათა ჩვენ მომავალ წლებშიც იგივე პრობლემებს არ გადავწყდეთ. მნიშვნელოვანია არა ის, რომ ვიღაც ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე მიეცეს პასუხისგებაში. ჩვენი მიზანია ამ რეკომენდაციის შესრულების შედეგად სისტემურად გამოსწორდეს ეს პრობლემები.

 

სხვადასხვა სახის ხარვეზები იქნა აღმოჩენილი. მაგალითად, დაწყებულია სარიტუალო სახლის მშენებლობა, რომელიც ბოლომდე არაა მიყვანილი. ანუ დაწყებულია ხარჯვა თანხის, თუმცა ვერავინ იყენებს ამ სახლს. დაწყებულია გზის მშენებლობა და არ არის დასრულებული ან არასრულყოფილადაა განხორციელებული. თუმცა გამგეობას ჩაბარებული აქვს, მერე ისევ ხდება დაფინანსება იმისთვის, რომ იქ გარკვეული ხარვეზები გამოსწორდეს.

 

აქ საქმე ეხება არასწორ დაგეგმვას და არასწორ მენეჯმენტს. აუცილებელია ეს ადამიანები გადამზადნენ იმისთვის, რომ დაგეგმვა იქნება თუ მონიტორინგი, საბოლოო ჯამში ისევ არ მივიღოთ მსგავსი სახის პრობლემები", - განაცახდა ლაშა თორდიამ.

 

 

მისივე განმარტებით, საჭიროა მუნიციპალიტეტებში პასუხისმგებელი პირების გადამზადება, რათა აღარ მოხდეს ბიუჯეტის არაეკონომიური ხარჯვა და თანხების არასწორი განაწილება.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6210
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია