დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორი საქართველოს კულტურის მინისტრს მეგობრულ რჩევას აძლევს...
2016/04/08 19:12:56

ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორი, როზა დვალიშვილი, რომელიც ამჯამად იტალიაში ცხოვრობს, სოციალური ქსელით ავრცელებს წერილს და ცდილობს, ხმა მიაწვდინოს საქართველოს კულტურის მინისტრს. იგი ურჩევს მას, რომ  29 მილიონი რეგიონების თეატრების განვითარებას მოახმაროს და არჩევნებშიც უფრო მეტ თანადგომას მიიღებს ხელისუფლება ხალხისგან. გთავაზობთ როზა დვალიშვილის ფეისბუქ-წერილს:


"ვინაიდან საქართველოს კულტურის მინისტრის ბატონ მიხეილ გიორგაძის დამეგობრება სოციალური ქსელით არ მიცდია იქნებ ჩემს მეგობრებში ბრძანდებით ვინმე მისი გულშემატკივარი და გადასცეთ დროულად ჩემი წინადადება, დროულად თქო, თორემ რა იცი რა ხდება... ბატონო მიხეილ, როგორც ვხვდები ფესტივალის ეგიდით მოწვეული ეროს რამაზოტისა და რობი უილიამსის სრული გარნიტურით მომსახურებისათვის განკუთვნილი 29 მილიონი როგორც ყოველთვის, და არა მხოლოდ ამ შემთხვევაში წინასაარჩევნო ტრიუკია და არა მარტო...!!!!!


თუმცა არ მინდა ეს თანხა ასე უმიზნოდ და საჯილდაო ქვად გექცეთ, ანუ მოწადინება და მასების ,,შეჯანჯღარება,, ამაო გამოდგეს. თან ეხლა მე არ უნდა შეგახსენოთ რომ ,,ისთერნ პრომოუშენის,, ხელმძღვანელი აღარ ხართ, ოფიციალურად მაინც...იცით თქვენ ,,უმადური ხალხის,, ამბავი, რა იცით რად ჩაგითვლიან ამ მცდელობას... მოკლედ, მინდა სრულიად კეთილგანწყობილი ადამიანის პოზიციიდან შემოგთავაზოთ თუნდაც წინასაარჩევნოდ, გარწმუნებთ იმუშავებს. დაბრძანდით თქვენ და თქვენი ფინანსისტები, აწონ დაწონეთ. აიღეთ ეგ თქვენი 29 მილიონი და გადაანაწილეთ რეგიონალურ, ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიან თეატრებზე მიზნობრივი მუხლით.


ხელფასების ზრდა და სადადგმო ხარჯები. ასევე თითოეულ თეატრს მიზნობრივად სპეციფიკიდან გამომდინარე დაევალოს საგასტროლოდ მოიწვიოს წარმატებული მომღერალი თუ დასი...რა რამაზოტი ბატონო ჩემო მე 15 თვე იტალიაში ვცხოვრობ და არათუ კონცერტებზე, სატელევიზიო შოუებშიც კი თვალით არ მინახავს...კედევ ერთხელ მოგიწოდებთ არაჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან. 2 მილიონი თითოეულ თეატრს და 2 წელი დღესასაწაული და საარჩევნო ხმების ნადავლი თქვენს ხელშია...!!!! სცადეთ. არ დაზარალდებით გარწმუნებთ."


როზა დვალიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია