დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასწავლო ვიზიტი სამკერვალო კომპანიაში „იმერი“
2016/04/05 02:44:18

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების შშმ ბავშვთა დღის ცენტრ ,,ჯადოსნური სამყაროს’’ ბენეფიციარები და მე–14, მე–20 საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა ,,ლამპარის’’ მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამაში ,,მომავლის თაობა’’ ერთობლივად სამკერვალო კომპანიაიმერსესტუმრნენ. 


სასწავლო ვიზიტი განხორციელდა კომპანიაში, რომელსაც 1928 წლიდან თითქმის საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. ბავშვებმა დაათვალიერეს განყოფილებები, დანადგარები, საკერავი მანქანები, ნახეს თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. პირველი კორპუსიდან გადაინაცვლეს ვრცელი დერეფნით მეორე კორპუსში, სადაც განთავსებულია საგამომჭრელო და მაღაზია.

დაათვალიერეს გერმანული კომპანია „LEBEK“-ისათვის შესრულებული დაკვეთები. ბავშვებს ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენელმა აუამბო, რომ კომპანიაში 500–მდე პირია დასაქმებული და, რომ მუშაობის დაწყება შესაძლებელია 17 წლის ასაკიდან, ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კი რამდენიმე საკონკურსო ეტაპისა და ერთთვიანი გამოსაცდელი ვადის გავლაა საჭირო. კონტინგენტის საშუალო ასაკი დაახლოებით 35 წელია და შევსება ძირითადად პროფესიული გადამზადების სასწავლებლების სტუდენტებისაგან ხორციელდება.


მომავალ პერსპექტივებს, კომპანია გეგმავს ადგილობრივ ბაზარზე საფუძვლიან დამკვიდრებას, ახალი უცხოური ბაზრების ათვისებას, პროდუქციის გატანასა და წარმოების გაფართოებას, რაც აღნიშნულის შემთხვევაში მეტ ახალგაზრდას მისცემს პროფესიული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.


ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების შშმ ბავშვთა დღის ცენტრ ,,ჯადოსნური სამყაროს’’ და მე–14, მე–20 საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა ,,ლამპარის’’ მოსწავლეებმა ღონისძიების დასასრულს სს სამკერვალო კომპანიაიმერისწარმომადგენელთან ერთად ერთობლივი ფოტოები გადაიღეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია