დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სათემო ორგანიზაციების ქსელის სამუშაო შეხვედრა.
2016/04/05 02:31:58

ქუთაისის ბიზნეს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რომელიც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში პროექტისდამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის’’ ფარგლებში შეიქმნა, პროგრამაში ჩართული თერთმეტი სათემო ორგანიზაციის ადგილობრივი ქსელის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. 


შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ბიზნეს საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. განხილული იქნა სათემო ორგანიზაციის ადგილობრივი ქსელის დებულების ცვლილებების პროექტი და მიღებული იქნა დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება. არჩეული იქნა ქსელის კოორდინატორი (-ნი ნატალია თოდუა) და თანაშემწეები (-ნი ლალი გაჩეჩილაძე და -ნი გია ცალანი). 


ქსელი სათემო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით შეიქმნა და მისი მიზანია: სათემო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის განვითარება, თემში არსებული სოციალურეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციების დამყარება, ადვოკატირების კომპანიის დაგეგმვა და წარმართვა, ქსელის გაძლიერება არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობითა და საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.


ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი აძლიერებს 11 სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ტრენინგებით სამოქალაქო უნარების განვითარების მიზნით და ხელს უწყობს ადვოკატირების კამპანიის განხორციელებას და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას.


საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრიაფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი) ახორციელებს პროექტსდამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“. პროექტის ფარგლებში ყველა სამიზნე ქალაქში ფუნქციონირებს ბიზნეს საინფორმაციო ცენტრები, ქუთაისში პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3185
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია