დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ესტონეთის ელჩი იმერეთს სტუმრობდა
2016/03/26 15:40:28

სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაცი ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მედულაშვილი და საქართველოში ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას“ ეწვივნენ და  შეხვდნენ სკოლის მსმენელებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები.


მოგვიანებით სტუმრებმა მოინახულეს ვანში დაფუძნებული კოოპერატივის „ვაშლარას“ საწარმო, დაათვალიერეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და გაეცვნენ საწარმოს მუშაობის პრინციპს.


იმავე დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. თამარ მედულაშვილი და პრიიტ ტურკი შეხვდნენ გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებს და ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით ესტონეთის გამოცდილებაზე.  

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია