დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორის ვიზიტი შშმ ბავშვთა დღის ცენტრში
2016/03/25 00:02:59

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მეუღლესთან მაკა სოხაძესთან ერთად, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ,,ჯადოსნურ სამყაროს’’ ესტუმრა.


ბავშვებმა სტუმრებთან ერთად, ქუთაისის მე–17 საჯარო სკოლის 1 მეოთხე კლასის მშობლების მონაწილეობითა და მათ მიერ დადგმული, 3 ცნობილი საბავშვო ზღაპარის თოჯინური წარმოდგენა ნახეს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგა. სპექტაკლების შემდეგ დღის ცენტრის აღსაზრდელებმა ლიტერატურული კომპოზიცია ,,გაზაფხული’’ წარმოადგინეს.


მხარის რწმუნებული დღის ცენტრ ,,ჯადოსნური სამყაროშიარსებული მდგომარეობით დაინტერესდა და პროგრამის მომსახურების სერვისს დეტალურად გაეცნო. დღის ცენტრში არსებული ფიზიკური გარემოსა და სერვისის მიწოდების სპეციფიკის გაცნობის შემდეგ რწმუნებულგუბერნატორმა კმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა, რომ მზად არის ბავშვების საკეთილდღეოდ მიმართულ საქმიანობას მხარი დაუჭიროს.


ბატონმა გივიმ განსაკუთრებული სითბო გამოხატა ბავშვების მიმართ, მან მათთან ერთად იმღერა და მკლავჭიდში იასპარეზა. ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს და მე მათთან სამეგობროდ მოვედი. ეს ბავშვები ყველაზე გულწრფელი და თბილი ადამიანები არიან’’, საპატიო სტუმარი ბავშვებს დაპირდა, რომ ზღაპართოთახს ესტუმრება და მათთვის ზღაპარს წაიკითხავს. 


დღის ცენტრში სტუმრობასთან ერთად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულგუბერნატორმა ბატონმა გივი ჭიჭინაძემ.


ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის სოციალური საწარმო ,,ფარშევანგი’’ დაათვალიერა, სტუმარი ქვილინგის ტექნოლოგიით დამზადებული ბარათებისა და შშმ ბავშვებისათვის შემუშავებული ადაპტური წიგნის ინოვაციას გაეცნო. ბატონმა გივიმ აღნიშნული საწარმოების მნიშვნელობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის როლზე ისაუბრა.


დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება დღის ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად სიმბოლური ტორტის გაჭრის ცერემონიალით დასრულდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია