დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს
2016/03/24 11:00:44

 

21 მარტს, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნა.



სპეციალურად ამ დღისთვის ახალგაზრდულმა ცენტრის წევრებისათვის გაიმარათა სემინარი, რომელსაც მოწვეული ექსპერტი ნატო ქობულაძე უძღვებოდა. ცენტრის წევრები ასევე ეწვივნენ შშმ ბავშვთა დღის ცენტრს, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად განახორციელეს სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლოაქტივობები. 



გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაუნის სინდრომის დღე ოფიციალურად 2012 წელს აღიარა. 2012 წლის 21 მარტს გაეროს შტაბ ბინაში, ნიუ იორკში გაიმართა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენციაჩვენი მომავლის შენება".



ღონსძიებები ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ლაჯანაში

სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის " Green Club" წევრებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოხატეს სკოლის კედელი და მოაწყვეს თემში საინფორმაციო აქცია.

 


დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ზუბში

 

სამოქალაქო პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ''ხვამლი''აღნიშნა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.
სამოქალაქო განათლების პედაგოგის ინიციატივით, ჩატარდა ინტეგრირებული ღია გაკვეთილი სამოქალაქო განათლებასა და ბიოლოგიაში თემაზე ''ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს''.
გაკვეთილის მიზანი მოსწავლეთა მეტი ინფორმირებულობა, მათი ცნობიერების ამაღლება და სტერეოტიპული შეხედულებებისაგან განთავისუფლება იყო.


მოსწავლეებმა ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის მქონე პირთა შესახებ,დაამზადეს პლაკატები, ბუკლეტები,სამკერდე ნიშნები, მოაწყვეს ფილმისა და სლაიდ შოუს ჩვენება დაუნის სინდრომის პირთა ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. 
ღონისძიებაზე მოწვეული იყო სოფელ ზუბის გამგებელი ვახტანგ ბენიძე. "მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში, მე მზად ვარ თემის მეტი ინფორმირებულობისათვის მხარი დავუჭირო მოსწავლეების ინიციატივებს" – განაცხადა მან.

 

 დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღე ლენტეხში

2016 წლის 21 მარტს, სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "ლიდერი" ორგანიზებით აღინიშნა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სკოლის ბიოლოგის მასწავლებელმა ნონა ფურელიანმა.

 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ხონში

სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ დაუნის საერთაშორისო დღის აქციას ინკლუზიური განათლების პედაგოგთან, თეა გიორგობიანთან ერთად.

 

 ღია გაკვეთილი უწერას საჯარო სკოლაში

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერას საჯარო სკოლამ ჩაატარა ღონისძიება, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად. აჩვენეს მოსწავლეებს ვიდეორგოლი, რომელის სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა, ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს 21 მარტი. ასევე წაიკითხეს წიგნი, რომელიც მოიცავდა ამ საკითხზე მშობლების ინტერვიუებსა და გამოცდილებას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3219
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია