დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე მსოფლიო ჩემპიონია!
2016/03/08 20:58:32

ქართველმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ეგიდით გამართულ ბრძოლაში ამერიკელ ანტუან დუგლასს აშკარა უპირატესობით სძლია და საშუალო წონაში ინტერნაციონალური ჩემპიონის წოდება მოიპოვა.



ქართულ-ამერიკულ დაპირისპირებას აშშ-ს პენსილვანიის შტატის ქალაქმა ბეთლეჰემმა უმასპინძლა და ფავორიტად 23 წლის დუგლასი ითვლებოდა, რომელსაც გუშინდლამდე არცერთი ბრძოლა არ წაეგო – 19 გამარჯვება (13 ნოკაუტი), 1 ფრე.



დუგლასი WBO-ს ინტერნაციონალური ქამრის მოქმედი მფლობელი გახლდათ და პირველადი ვერსიით, მას კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF) ეგიდით მსოფლიოს ექს-ჩემპიონი სემ სოლიმანი უნდა შერკინებოდა, თუმცა, ავსტრალიელმა მოკრივემ მუხლის ტრავმა მიიღო და ჯახიც ვეღარ შედგა.



სწორედ ამ დროს წამოტივტივდა ხურციძის სახელი, რომელსაც თავის მხრივ, გასულ კვირას ნიუ იორკში დაგეგმილი ბრძოლა ჩაეშალა. ქართველი მოკრივე IBF-ის და მსოფლიო კრივის ასოციაციის (WBA) ვერსიით, ჩემპიონობის ექს-პრეტენდენტ – დომინიკელ ჯოვანი ლორენცოს უნდა შერკინებოდა, თუმცა, ეს შეხვედრაც გაუქმდა და როგორც აღმოჩნდა, ავთანდილისთვის, მოვლენათა ამგვარი განვითარება უკეთესი ყოფილა.



ხურციძის და დუგლასის 10-რაუნდიანი შერკინება სწორედ ბოლო რაუნდში ქართველის უძლიერესი შეტევის კვალად, ვადაზე ადრე შეწყდა და მანამდეც, “ტორნადოს” მეტსახელით ცნობილი ქართველი სპორტსმენის უპირატესობა აშკარა იყო.



35 წლის ხურციძემ გაცილებით ახალგაზრდა მეტოქე ნოგდაუნში უკვე მე-3 რაუნდში გაგზავნა და მე-7 რაუნდში იგივე კიდევ ერთხელ გაიმეორა. მე-9 რაუნდში ამერიკელი ყრუ დაცვაში იდგა და გონგამდე მიღწევა მოახერხა, აი, დასკვნით რაუნდში კი, ავთანდილის შეტევებს ვეღარ გაუძლო. უფრო სწორად რომ ვთქვათ, რეფერი ბენჯი ესტევესმა ანტუანის საცოდაობას ვეღარ გაუძლო და საფინალო გონგამდე 2:30 წამით ადრე, ბრძოლა ვადაზე ადრე დაასრულა.



ამგვარად, ხურციძემ პროფესიულ კარიერაში ორადორი მარცხის წილ 32-ე გამარჯვება (20 ნოკაუტი) იზეიმა და WBO-ს ინტერნაციონალური ქამრის მფლობელიც გახდა. “მე ყველას ვანახე, რა შემიძლია. ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და მინდა, მომავალშიც რაც შეიძლება, მნიშვნელოვანი ბრძოლების ჩატარების საშუალება მომცენ”, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ გახარებულმა ქართველმა მოკრივემ, რომელიც მიმოხილვებში ამერიკულმა მედიამ “მინი-მაიკ ტაისონად” მოიხსენია.


http://fexburti.ge/index.php?newsid=5679

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია