დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქალთა დღე საჩხერეში - საჩუქრები ემიგრანტებისაგან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი დედებისთვის
2016/03/08 20:23:09

კორპორატიულ ღონისძიებათა გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე სარვამარტო ღონისძიება გაიმართა. მათ შორის იყო საჩხერის მესამე საჯარო სკოლაში გამართული ზეიმი, რომელზეც მიწვეული იყვნენ საჩხერის სოციალურად დაუცველი  და მრავალშვილიანი დედების ნაწილი.

 

ქართველი ემიგრანტების 23 ადამინის მიერ შექმნილი გუნდი (ნათელა არჩვაძე, მარინა რეხვიაშვილი, ნინო ზანგალაძე, ლიანა მაღლაკელიძე, მარეხ გუნია, თამარ ტვილდიანი, თეა ლოლუა, დავით ალფენიძე, დავით დუნდუა, ნანა ნადირაძე, კობა ბოგდანოვი, დავით ზარხოზაშვილი, ირინა მიქაბერიძე, ირმა ბულეიშვილი, თინა ხორბალაძე, თეა ქუთათელაძე, ნინო გოჩიაშვილი, მარიკა გოჩიაშვილი, ეკა კალაძე, ნინო ხელაძე, თეა ახალკაციშვილი, თამარ მჭედლიშვილი და ერთი ინკოგნიტო ემიგრანტი) ამერიკიდან პერიოდულად სამშობლოში აგზავნის თანხას, რომელიც ხმარდება მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფას ჯანმრთელობის დაცვის, სწავლისა და სხვა ეკონომიკურ კეთილდღეობას. ისინი სამშობლოში თანხის გარდა აგზავნიან ეტლ-სავარძლებს, ტანსაცმელსა და ისეთ საშუალებებს, რომლის ყიდვა საქართველოში ან შეუძლებელია, ან ძალიან ძვირია.


 8 მარტს საჩხერელი ქალბატონებისთვის გამზადდა მცირე სასაჩუქრე პაკეტები, რომლის შემადგენლობაში შედიოდა თაიგული, ტკბილეულის ნაკრები და დედა შუშანიკის მიერ დამზადებული გულსაკიდი ფსალმუნები. უნდა აღინიშნოს, რომ დედა შუშანიკი მძიმე თერაპიულ კურსს იტარებს, მაგრამ ფსალმუნების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილს ყოველთვის ახმარს ქველმოქმედებას.


 საჩხერის მესამე საჯარო სკოლამ, თავის მხრივ, მოამზადა საკონცერტო ნომრები, რომლებიც იმდენად ეფექტური და ემოციური იყო, რომ მაყურებლები სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდნენ.


 სკოლის დირექტორმა ნინო ჩიხლაძემ და საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის დირექტორმა თამარ ზაბახიძემ აღნიშნეს, რომ მოკლე დროის შემდეგ ერთობლივად განახორციელებენ რამდენიმე აქტივობას, რომელიც სასარგებლო იქნებოდა არა მარტო ბავშვებისათვის, არამედ _ მთლიანად მუნიციპალიტეტისათვის.


დასაჩუქრებულთა შორის ყველაზე მეტშვილიანი შვიდი შვილის დედა გახლდათ. საჩუქრები მიიღეს ასევე ხანდაზმულმა ქალბატონებმა.


 

ელისო ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8398
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია