დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქალთა ინფორმირებულობა უფლებებისათვის“
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
2016/03/07 03:00:09

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა 21-ე საუკუნეში, ერთი შეხედვით,  ანაქრონიზმია, მაგრამ რეალურად ეს არის საკმაოდ მწვავე და აქტუალური პრობლემა, რომლის მოგვარებაზე უპირველესად თავად ქალებმა უნდა იზრუნონ. თუმცა, ქალების დიდი უმრავლესობა ნაკლებად ინფორმირებულია იმის თაობაზე , თუ რისი უფლებები აქვთ და როგორ დაიცვან ეს უფლებები და საკუთარი თავი.


უდიდესია მედიის როლი ქალთა ინფორმირებულობისათვის.

 სწორედ ამ თემაზე ჩატარდა ტრენინგი 3-6 მარტს, ბაკურიანში, დასავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისათვის.


რეგიონალური ინიციატივების ცენტრის  „ნათელი მომავალი“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი „ქალთა ინფორმირებულობა უფლებებისთვის“, საინტერესოდ და ეფექტურად იყო დაგეგმილი.


პირველ სამუშაო დღეს,   თემებზე „ქართული მედიის ტენდენციები, რომლებიც ხელს უშლიან გენდერული  სტერეოტიპების მოშლას“ და „გენდერული ენა მედიაში და გენდერული მეინსტრიმინგი“, სემინარის მონაწილეებთან იმუშავა ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ. თემების განხილვა დასრულდა პრაქტიკული სამუშაოებით თემის გენდერულ გაშუქებასა და სათაურების სწორად შერჩევაში.


მეორე დღეს,  იურისტმა ქრისტინე მაღლაკელიძემ ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და წარმოადგინა ის საგანგაში სტატისტიკა, რაც ჩვენს ქვეყანაშია ამ მიმართულებით. განსაკუთრებით შემზარავია ის ფაქტი, რომ  2014-2015 წლებში საქართველოში ძალადობის  მსხვერპლი შეიქმნა 42 ქალი.


სახალხო დამცველის მიერ ქალთა მკვლელობების ფაქტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ  2013 წელთან შედარებით, 2014 წელს 62%-ით მეტი ქალი მოკლეს,  მათ შორის, 57%-ით მეტი მეუღლის მიერ იქმა მოკლული.


 წარმოდგენილი იქნა საინტერესო ვიდეო-რგოლები, რომლებიც მოგვითხრობდა როგორც ქალთა მიმართ აშკარა ძალადობაზე, ასევე ფარულ, ფსიქოლოგიურ თუ ეკონომკურ  ძალადობის ფორმებზე.


შესრულდა პრაქტიკული სამუშაოც- რამდენიმე ჯგუფად დაყოფილმა ჟურნალისტებმა ბაკურიანის ქუჩებში ჩაატარეს ერთგვარი გამოკითხვა ოჯახური კონფლიქტის და ქმრის მიერ ცოლზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად. შემდეგ კი, გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი წარმოადგინეს .


გიორგი გირკელიძე, სააგენტო „გურია-ნიუსი“:

- მიუხედავად იმისა, რომ გენდერის თემაზე ბევრ ტრენინგზე ვარ ნამყოფი, მეტიც- თავად ვარ გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელი გურიის რეგიონში, ჩემთვისაც საინტერესო ტრენინგი იყო, სწორად შერჩეული თემებით და კვალიფიციური ტრენერებით. იმედი მაქვს, აქ  მიღებულ ინფორმაციას და ახალ უნარ-ჩვევებს კარგად გამოვიყენებ  ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.


სალომე ჩახუნაშვილი, რადიო „ძველი ქალაქი“:

- ჩემთვის ერთ-ერთი პირველი ტრენინგია ამ თემაზე და ბევრი რამ უცხო და ახალი იყო. საჭირო და საინტერესო ინფორმაციები, რომლებიც ტრენერების მიერ იყო მოწოდებული, დიდად დამეხმარება  გენდერის თემაზე მუშაობაში.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებმა ბაკურიანის ქუჩებში დაარიგეს  რეგიონალური ინიციატივების ცენტრის  „ნათელი მომავალი“ მიერ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები.


მარიკა ვაჭარაძე, რეგიონალური ინიციატივების ცენტრის  „ნათელი მომავალი“ ხელმძღვანელი:

-ტრენინგის მიზანი იყო ჟურნალისტები მოგვემზადებინა გენდერულ თემებზე მუშაობისთვის , რათა მათ, თავის მხრივ, ხელი შეუწყონ ამ სფეროში არსებული უმწვავესი  პრობლემების სწორად გაშუქებას , საზოგადოების სენსიტიურობის ამაღლებას ამ საკითხების მიმართ.


ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჟურნალისტების აქტიურობით და ტრენინგის მუშაობაში ჩართულობით, რისი ლოგიკური ფინალიც იყო ის, რომ მათ მიერ სპონტანურად დაიგეგმა და განხორციელდა აქცია, რომლის დროსაც ქუჩაში დავარიგეთ საინფორმაციო ბროშურები და ეს არ იყო მხოლოდ დარიგება, რადგან ბაკურიანის მოსახლეობა, დამსვენებლები ინტერაქტიურ კონტაქტში შედიოდნენ ჩვენს ჟურნალისტებთან და ერთად განიხილავდნენ პრობლემურ საკითხებს გენდერის  თემაზე.


თუმცა, ვფიქრობთ, რომ არ უნდა შემოვიფარგლოთ ერთი აქციით და სხვა ერთჯერადი ღონისძიებებით, ეს უნდა იყოს უწყვეტი ჯაჭვი ქალთა მიმართ ძაალდობის წინააღმდეგ, რაშიც ჩვენი პროექტიც აქტიურად იქნება ჩართული .

ამ პროექტის განხორციელების საშუალება მოგვცა „ქალთა ფონდმა“, რომელმაც დააფინანსა პროექტი „ ქალთა ინფორმირებულობა უფლებებისთვის“.


 

რეგიონალური ინიციატივების ცენტრი  „ნათელი მომავალი“  კიდევ არაერთ საჭირო და საინტერესო ღონისძიებას გეგმავს, სადაც არა მხოლოდ ჟურნალისტები იქნებიან ჩართული, არამედ საზოგადოების ფართო ფენებიც.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია