დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დვალიშვილის ლუდი "აია" კვლავ ქართული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება!
2016/03/06 21:26:15

ქუთაისში დღემდე ახსოვთ რეზო დვალიშვილისეული საუკეთესო ლუდი „აია“ და უდაოდ სასიხარულოა, რომ  ბატონი რეზოს მემკვიდრე ამბერკი დვალიშვილი ტრადიციას არ ღალატობს: ძალიან მალე ქართულ ბაზარზე კვლავ გამოჩნდება ახალ ლუდსახარშში ძველი ტექნოლოგიით დამზადებული კლასიკური ლუდი „აია“.


ლუდსახარში ,,დვალიშვილი"-ს მშენებლობა და ტექნიკური უზრუნველყოფა უკვე დასრულებულია  და 5 მარტს ლუდის ექსპერიმენტული ხარშვაც გაიმართა,  მოწვეულ ტექნოლოგთან ერთად.

 

როგორც კომპანია „დვალიშვილის“ დამფუძნებელმა ამბერკი დვალიშვილმა განაცხადა, ქარხანაში დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის თანამედროვე დანადგარები და პირველი პროდუქცია დაახლოებით ერთ თვეში იქნება. ლუდსახარშში  7-8 ადამიანია დასაქმებული. ლუდსახარშის ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე ლუდის რესტორანი, ლუდის ღია ბარი და მაღაზია. 

 

კომპანია შემოდგომისთვის გეგმავს ასევე ღვინის წარმოების დაწყებას.

 

წარმატებებს ვუსურვებთ კომპანია „დვალიშვილს“ და ქუთაისურ ლუდს „აია“-ს!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11476
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია