დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროექტის პრეზენტაცია თელავში
2016/02/25 17:22:40

თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით  სასტუმრო ,,ძველი თელავში’’ გაიმართა  პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებისა  და დასაქმების  ადვოკატირება და ლობირება’’ პრეზენტაცია, პროექტს  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან  და ქვეით საწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტთან „ოტავა–98“ ერთად  ქუთაისში, თბილისში, ბათუმში და თელავში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ნტაცი ესწრებოდნენ შირ არადგი საქართველოში ნინო ყოჩიშვილი,   კახეთის  ხარის ადმიისტრაის, თელავის, გურჯაანისა და ყვარელის ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური მსახუბიააენ, სილი სწვლებბის, ბინეორ და დგილორი არასამთავრობო ზაცბიარადგბი.

პროექტის პრეზენტაცია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ წარმოადგინა, ხოლო კახეთის რეგიონში პროექტის ფარგლებში მიღწეული შუალედური შედეგების შესახებ თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორმა მერი პაპუნაშვილმა ისაუბრა.  

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში  2 შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირია დასაქმებული: ერთ–ერთი   თელავის მერიამ  ააიპ თელავის ბაგა ბაღების გაერთიანებაში დაასაქმა, ხოლო მეორე–  საქართველოს მელიორაციამ  ზემო ალაზნის სერვის ცენტრში.  ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოს მელიორაციასთან კახეთის სხვადასხვა სერვისცენტრში ბენეფიციარების დასაქმების თაობაზე.

 


პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში 60 პირი დასაქმდება და 30 პირი გაივლის 3 თვიან(Job Coaching) ანაზღაურებად სტაჟირებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია