დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კულტურის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის 35-ე საჯარო პრეზენტაცია ხონში
2016/02/23 16:49:14

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია ხონის მუნიციპალიტეტში მოეწყო. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთში სახელმწიფო–რწმუნებული გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

 

კულტურის სტრატეგიის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურის და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.


კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო. მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა, და ინკლუზიურობაა. აღნიშნულ პროცესში ჩართულია კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები.

 

პროგრამის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქალაქში 34 შეხვედრა უკვე გაიმართა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია