დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრენინგი სათემო ორგანიზაციებისთვის
2016/02/22 13:17:55

21 თებერვალს  ქუთაისის  ბიზნეს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რომელიც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში პროექტის დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის’’ შეიქმნა,  ჩატარდა ტრენინგი თემაზე „იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროგრამები, პროვაიდერები და მექანიზმები“.

 

 ტრენინგში ჩართულმა  10–მა  სათემო ორგანიზაციამ მიიღო ინფორმაცია   ბიზნეს საინფორმაციო ცენტრების ეფექტური მუშაობის პრინციპების, წარმატებული ფუნქციონირების ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ. პროექტში ჩართულ სამიზნე ჯგუფებს დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტების  ბაზა წარედგინათ და  გამოყენების გზები განემარტათ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის   მთვრობის აპარატის წარმომადგენელმა ბესიკ ჭანტურიამ, მან ტრენინგის დასასრულს  საარსებო წყაროების მხარდამჭერ მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობა -საქართველოს სკაუტების იმერეთის ოფისის მონიტორინგის მენეჯერმა კახა აბჟანდაძემ, რომელმაც პროგრამის ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში’’ მიმდინარეობის, პრინციპებისა და მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და  ტრენინგის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.

 

 

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრიაფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი) ახორციელებს პროექტსდამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“. პროექტის ფარგლებში ყველა სამიზნე ქალაქში ფუნქციონირებს ბიზნეს საინფორმაციო ცენტრები, რომლებიც დევნილთა საარსებო წყაროების გამოვლენისა და მხარდაჭერისაკენ არის მოწოდებული. ქუთაისში პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2750
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია