დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აზერბაიჯანელი მილიარდერი: დახურეთ რესტორანი. მოხუცს კი ყველაზე ძვირადღირებული სადილი მიართვით
2016/02/21 10:33:18

 

ცნობილმა აზერბაიჯანელმა მილიარდერმა მუბარიზ მანსიმოვმა, სრულიად თურქეთი აალაპარაკა. ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში სადილობის დროს, მილიარდერმა დარბაზში შესული მოხუცი ქალბატონი დაინახა, რომელმაც დაწესებულების მენეჯერს მცირეოდენი საკვები სთხოვა. რესტორნის თანამშრომლებმა მოხუცის დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს. ამ ფაქტის მომსწრე მუბარიზ მანსიმოვმა მენეჯერი იხმო და იკითხა – რატომ აგდებენ მოხუცს?


 

მენეჯერმა განუცხადა, რომ რესტორანი მდიდარ და ცნობილ ადამიანებს ემსახურება, ამიტომაც მოხუცი ვერ შეძლებდა სადილის საფასურის გადახდას.

 

მილიარდერმა მენეჯერს განუცხადა: მინდა, რომ აქ მყოფ თქვენს კლიენტებს თავაზიანად დაატოვებინოთ დარბაზი, მე ვხურავ დღეს თქვენს რესტორანს. თქვენს კლიენტებს ნებისმიერ რესტორანში შეუძლიათ ისადილონ.

 

მოხუცებულს კი გაუშალეთ ყველაზე ძვირფასი სუფრა, ჩემს ხარჯზე და გადაეცით, რომ შეუძლია ისადილოს და ივახშმოს თქვენს რესტორანში – ყოველდღე. მე ვიხდი!!!!!!

 

ცნობისათვის, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცნობილმა აზერბაიჯანელმა მილიონერმა გაჯი ზეინალაბდინ ტაგიევმა, გერმანიაში, ერთ-ერთ რესტორანს შეუკვეთა მაგიდა 100 წლის ვადით და გადაიხადა თანხა, რათა ნებისმიერი აზერბაიჯანელი ვინც ოდესმე ამ რესტორანში შევიდოდა და თანხა არ ექნებოდა, პრობლემა არ შექმნოდა.

 

წყარო: news.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია