დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აქ და ახლა“
2016/02/19 13:39:31

 

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მწერალი სალომე ბენიძე.

 

 

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- წამი, როცა ფიქრობ, რომ არაფერი გინდა, გარდა იმისა, იყო აი, აქ და ახლა.

- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- სულ ვიღიმი, მაგრამ გულიანად ბოლოს წუხელ ვიცინე, ფილმის ყურების დროს.

- ბოლოს როდის იტირეთ?
- რამდენიმე დღის წინ, როდესაც შევიტყვე, რომ ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა.

- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ერთგულება.

- ყველაზე დიდი ნაკლი?
- სიჯიუტე.

- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ძალიან რთულია, მეყოს სითავხედე, რომელიმე ისტორიულ გმირს შევედარო, მაგრამ, ალბათ, სხვა რეალობაში სუფრაჟისტი ან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვიქნებოდი.

- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირები დღეს არიან ქალები, რომლებიც ცდილობენ, შეინარჩუნონ სამყაროს წონასწორობა და  იბრძვიან საკუთარი და სხვების უფლებებისთვის.

- თქვენი მხატვრული გმირები?
- ჰერმიონ გრეინჯერი, ანიკა, შაჰრაზადი, ესთერ გრინვუდი და ერისენა ტენეცკაია.

- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ალბათ, მექსიკაში.

- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- სიკეთე.

- ქალში?
- სიკეთე.

- საყვარელი მწერლები?
- სალმან რუშდი, მილორად პავიჩი, სილვია პლათი.

- საყვარელი კომპოზიტორი?
- ასტორ პიაცოლა.

- ფილმი?
- ფედერიკო ფელინის „ამარკორდი“.

- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ადამიანებს, რომლებიც გარშემო მყავს.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი მეგობრები და ჩემი პრინციპები.

- თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
- მამაჩემისა და ჩემი მეგობრების გარდაცვალების თარიღებს.

- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- როგორც ნაჯიბ მაჰფუზი ამბობდა, ადგილი, სადაც მთავრდება გაქცევის ყოველგვარი მცდელობა.

რას აკეთებთ მაშინ, როცა არ წერთ?
- ვმუშაობ, ძალიან ბევრს ვმუშაობ, სულ ვმუშაობ.

- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მარტოობის.

- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- მშვიდად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ყოჩაღ, შენ შეძელი, რომ გეცხოვრა.

 

წყარო: http://funtime.ge/

 

 

წყარო: 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 28282
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია