დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროექტის პრეზენტაცია ბათუმში
2016/02/19 13:12:49

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება''პრეზენტაცია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო. შეხვედრას აჭარის რეგიონის არასამთავრობო და სამედიცინო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა მოწვეული სტუმრებს დეტალურად გააცნო პროექტის მიზნები, ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები. 


პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება'' ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში, იმერეთში, კახეთსა და აჭარის რეგიონში ახორციელებს. პროექტის პარტნიორები არიან: თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი ,,ოტავა –98’’.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3350
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია