დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპორტული მოედნების მონახულება გრძელდება
2016/02/18 15:44:20

გასულ წელს ქუთაისში თორმეტი მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო. ქუთაისის მერი პერიოდულად სტუმრობს ამ მოედნებს და ადგილობრივებს ხვდება. ამჯერად ქალაქის ხელისუფლება ავტოქარხნის დასახლებაში არსებული მოედანს ეწვია.


ავტოქარხნის დასახლებაში მარტივი ტიპის მოედანი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს დეპუტატებთან ნიკა ლატარიასთან და მურმან გუბელაძესთან ერთად დაათვალიერა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ფრენბურთის ბადე გადასცეს. 2016 წლის ბიუჯეტში მერიამ ამ მიმართულებით 350 000 ლარი გაითვალისწინა. 2015 წელს კი 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა. სამუშაოები შ.პ.ს „თეგიკა უნივერსალმა“ შეასრულა. თორმეტიდან ერთი მოედანი საცდელად ხელოვნურსაფარიანი გაკეთდა. 


ასევე ბიუჯეტში გათვალისწინებულია რეაბილიტირებული მოედნების მოვლა პატრონობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება 3 000 სოფელში ხარისხიანი წყლით მომარაგება, რაც 21-ე საუკუნეში სირცხვილია და ეს ჩვენ მალე უნდა დავასრულოთ, 32 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში რეგიონების განსავითარებლად, ინფრასტრუქტურა იქნება ეს, გზები, ხიდები, თუ წყალგაყვანილობა (R)
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია