დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის თანამშრომლები თელ-ავივში საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფებოდნენ
2016/02/17 15:12:15

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების თანამშრომლები ორდღიანი ვიზიტით ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე „IMTM 2016'' იმყოფებოდნენ.

 

გამოფენაზე 50 ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 1000-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ტურისტული ბაზრისათვის მოხდა დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ქალაქ ქუთაისის ტურისტული პოტენციალის შესახებ და ასევე ვიზიტორებს გადაეცათ ქალაქის ინფორმაციული რუკები და ბროშურები. აქვე აღსანიშნავია ჟურნალისტ ინგა მიქაელთან შეხვედრა , რომელიც უახლოეს მომავალში ონლაინ ჟურნალ ვანდერ-ვორდში გამოაქვეყნებს სტატიას ქუთაისის შესახებ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2307
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია