დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიწის რეგისტრაცია - რეალობა და პერსპექტივა
2016/02/17 14:05:27

კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, შესაძლოა, სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდეს - ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტისაჯარო რეესტრის შესახებ კანონშიცვლილებების შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში გადავა მიწის ყველა ის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში კერძო საკუთრებად არ არის დარეგისტრირებული.


მსგავსი შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს ერთი წლის განმავლობაში მიეცემათ საშუალება კონკრეტულ ნაკვეთებზე სახელმწიფოს საკუთრების გაუქმება მოითხოვონ და თავიანთი უფლება დაადასტურონ. არსებული მონაცემებით, საქართველოში მიწა კერძო საკუთრებაში ფაქტობრივ მომხმარებელთა დიდ უმრავლესობას არ აქვს ოფიციალურად გაფორმებული - კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის მთლიანი მოცულობა, დაახლოებით, 20 პროცენტია.


რატომ არ არეგისტრირებს გლეხობა მიწებს და რას ფიქრობს იგი მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებაზე? - ამ თემაზე რადიო „თავისულების“ რუბრიკაში რეგიონული მაცნე გავრცელდა ტატა კაჭკაჭიშვილის სიუჟეტი ქუთაისიდან, რომლის ტექსტსაც გთავაზობთ სრულად


სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს საჯარო რეესტრს კუთვნილი უძრავი ქონების დასარეგისტრირებლად. 2016 წლის იანვრის თვეში კუთვნილი ქონება, ქვეყნის მასშტაბით, 35 620-მა მოქალაქემ დაირეგისტრირა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კუთვნილი სახლის, ბინისა და მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების მაჩვენებელი იზრდება იმერეთის მუნიციპალიტეტებშიც. 2009 წელთან შედარებით, რეესტრისადმი მიმართვიანობა ორჯერაა გაზრდილი რეგიონში და, 2015 წლის მონაცემებით, 88 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო საჯარო რეესტრის მომსახურება.


უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა მზარდია ქუთაისში, უკანასკნელი 8 წლის მონაცემებით, და მხოლოდ გასულ წელს 29 ათასამდე მოქალაქემ მიმართა საჯარო რეესტრს. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილის თქმით, ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, გადასახდელი თანხის - 50 ლარის - გარდა, სხვა აუცილებელი საბუთების შეგროვებასაც საჭიროებს, რაც ძვირად ღირებულია. რესპონდენტთა ნაწილს ქონების მხოლოდ ნაწილი აქვს რეგისტრირებული და არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ კუთვნილი სახლი რეგისტრირებული აქვთ.


როგორც საჯარო რეესტრის ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ხელმძღვანელი დავით გოგსაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ, სხვადასხვა მიზეზით, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი არეგისტრირებს კუთვნილ სახლსა და მიწას, უძრავი ქონების დიდი ნაწილი მაინც დაურეგისტრირებელია, თუმცა თუ რა ნაწილია დაურეგისტრირებელი, ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

 

დავით გოგსაძის განმარტებითვე, მოქალაქეებმა ქონების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში რამდენიმე აუცილებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ, მათ შორის: განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დავით გოგსაძის ინფორმაციით, კანონი არეგულირებს იმ შემთხვევებსაც, როცა მოქალაქეებს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნიათ და ქონების დარეგისტრირება საკუთრებაში სურთ.


როგორც, თავის მხრივ, ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ გასულ წელს 96 საკუთრების მოწმობა გასცა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს თვითნებურად დაკავებული მიწა დაუკანონდათ. საკრებულოსთან არსებული კომისიის ხელმძღვანელის ლაშა გვენეტაძის ინფორმაციით, კანონი 2007 წლიდან ამოქმედდა და მოქალაქეებისთვის თვითნებურად დაკავებული მიწისა და მასზე განთავსებული შენობის საკუთრებაში გადასაცემად გარკვეულ ნორმებს აწესებს.


ლაშა გვენეტაძის ინფორმაციით, მოქალაქეთა ყველა განცხადება არ კმაყოფილდება, ამჟამად კი კომისია 113 მოქალაქის განცხადებას იხილავს. კომისიის მიერ საკუთრების აღიარების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიწის ფართი უფასოდ გადაეცემათ, სხვა შემთხვევაში კი მფლობელს მისი შესყიდვა ზონირების მიხედვით დადგენილი ტარიფით უწევთ.

 

 წყარო:http://www.radiotavisupleba.ge/content/micis-registracia-realoba-da-perspektiva/27556099.html

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია