დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
7 ახალი რეისი ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 24-დან 39 ევრომდე ეღირება
2016/02/17 13:28:10

დაბალ ბიუჯეტიანი ავია კომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით შვიდ ახალ რეისს შეასრულებს. 

რეისები სექტემბრიდან დაინიშნება და 24 - 39 ევრო ეღირება.

 

ახალი მიმართულებებია:

ქუთაისი - ბერლინი - 39.99 ევრო.

ქუთაისი - მილანი - 39.99 ევრო.

ქუთაისი - მიუნხენი - 39.99 ევრო.

ქუთაისი - დორტმუნდი - 39.99 ევრო. 

ქუთაისი - სალონიკი - 29.99 ევრო.

ქუთაისი - ლარნაკა - 24.99 ევრო.

ქუთაისი - სოფია - 29.99 ევრო. 

 

რეისების დანიშვნა ავია კომპანიის მიერ ქუთაისში საკუთარი ბაზის გახნსნას უკავშირდება. ახალი მიმართულებებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება. 

 

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა   მიესალმება ევროპის ყველაზე დიდი,  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნას რეგიონში პირველი ბაზა.

 

„ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. სწორი სტრატეგიითა და მარკეტინგული აქტივობებით ყოველწლიურად იზრდება საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი. საგულისხმოა, რომ ქუთაისის აეროპორტის მგზავრთანადის ნახევარზე მეტი არის ტურისტი, რაც ცხადყოფს ამ აეროპორტის მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს“ - აღნიშნა მინისტრმა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზა ავიაკომპანიისთვის  წარმატებული  იქნება. „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ Wizz Air-ის პოლიტიკის მიხედვით, ბაზირებული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი უნდა იყოს დაკომპლექტებული ადგილობრივი კადრებით, ხოლო ქუთაისის აეროპორტის ბაზირება კიდევ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს უშუალოდ აეროპორტში და დამხმარე ინდუსტრიებში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 „ჩვენ ძალიან  მოხარულები ვართ, რომ  ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, არამხოლოდ კულტურისა და ტურიზმის, არამედ ბიზნესისა და წარმოების დარგშიც. Wizz Air-ის მიაჩნია, რომ თვითმფრინავის ბაზირება და ადგილობრივი კადრების დასაქმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს  როგორც საქართველოს, ასევე Wizz Air-ის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ გვესმის ხელმისაწვდომი ფრენების აუცილებლობა, რაოდენ მნიშვნელოვანია ის რეგიონის ეკონომიური კეთილდღეობისთვის, რაც გახლდათ ავიაკომპანიის ბაზირების თანმდევი ეფექტი.  ქუთაისში ახალი ბაზის გახსნა და ახალი ავიარეისების დამატება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ“ - აღნიშნა ავიაკომპანია Wizz Air-ის კომუნიკაციების დირექტორმა    დაგ ოლივიერმა.

 

ინფორმაციისთვის:

უნგრული ავაიაკომპანია „ვიზეარი“ 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომანიის ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65  საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.

2015 წელს ავიაკომპანია „ვიზეარმა“ გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი.  კომპანიის პერსონალი 2,600  მაღალკავიფიციურ  კადრს  მოიცავს. ამავე წელს „ვიზეარი“ მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიოს ტრანსპორტის ჟურნალის მიერ მოწინავე ავიაკომპანიად აღიარეს.

 

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფლობს და ოპერირებას უწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად განახლდა 2012 წელს და წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6880
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია