დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამდღიანი ვიზიტი რიგაში
2016/02/16 13:51:09

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების თანამშრომლები 3 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიის დედაქალაქ, რიგაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე „ბალტურ 2016'', სადაც წარმოაჩინეს ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი.

 

გამოფენის გახსნის დღეს საქართველოსა და ქუთაისის სტენდი დაათვალიერა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეიმურაზ ჯანჯალიამ, რომელის ინფორმაციით ქუთაისისა და ლატვიის რესპუბლიკის ქალაქებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ქუთაისს უახლოეს მომავალში ეწვევიან ლატვიის რამოდენიმე ქალაქის ხელმძღვანელი პირები. სტუმრები გაეცნობიან ქუთაისის საინვესტიციო გარემოს სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2138
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია