დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შემოგვიერთდით! - მედიასახლ P.S.-ის სოციალური პროექტი - "გავაუმჯობესოთ მომავალი თაობის წიგნიერება"- გრძელდება
ავტორი: ნატო გუბელაძე
2016/02/14 14:22:49

მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, უკვე მეორე წელია, აგრძელებს სოციალურ პროექტს  „გავაძლიეროთ მომავალი თაობის  წიგნიერება“ და სხვადასხვა ქველმოქმედი ადამიანებისა თუ კომპანიების დახმარებით საჩუქრად გადასცემს წიგნებს ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლებს, იმ ორგანიზაციებსა თუ სასწავლო დაწესებულებებს , სადაც უმეტესად დევნილი, სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული პატარები სწავლობენ.

 

ამ სოციალური პროექტის პარტნიორები არიან: კომპანია „თელიანი ველი“, შალვა ხეცურიანი „საქართველოს სომელიეთა ასოციაცია“, ბიზნესმენი დავით ბენიძე,  ნუგზარ ქსოვრელი (კორპორაცია „ქინძმარაული“), ზურაბ რამაზაშვილი (კომპანია „თელავის ღვინის მარანი“); კომპანია“კახური“, კომპანია „ვისოლი“, კომპანია „ბილაინი“ და სხვები.

 

წელს სპონსორთა დახმარებით რედაქციამ  ჯერჯერობით ოთხი შეხვედრა გამართა.

კერძოდ, შეხვედრები შედგა ქუთაისის ინვალიდთა ასოციაციის წევრი ოჯახების ბავშვებთან, (ხელმძღვანელი - თემურ ჭეიშვილი), განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრთან  ,, ი, (ხელმძღვანელი - ირინა აბდალაძე),  თერჯოლის „იმედის სახლში“(ხელმძღვანელი - თამარ გავაშელაშვილი) და თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლში „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ (ხელმძღვანელი -ლალი ცერცვაძე, ლიდერი - თამარ საგინაშვილი)

 

ამ აქციის წყალობით თითოეულ ორგანიზაციას საჩუქრად გადაეცა თანამედროვე პოლიგრაფიული ხარისხით გამოცემული მხატვრული ლიტერატურა, რომელზედაც მანამდე მათ ხელი არ მიუწვდებოდათ.

 

ბავშვების და პედაგოგებიც სიხარულსა და მადლიერებას გამოხატავდნენ  საჩუქრად მიღებული წიგნების გამო და სამომავლო ურთიერთობების სურვილს გამოთქვამდნენ.

 

ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ბუნებრივია, მად;ობას ვუხდით ყველა ადამიანს, ბიზნესმენს თუ კომპანიას, რომელიც გვერდით გვიდგას, მონაწილეობს ჩვენს სოციალურ პროექტში და თავისი წვლილი შეაქვს ამ კეთილშობილურ საქმეში - მომავალი თაობის წიგნიერების განვითარებაში.

 

აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი აქცია არ მთავრდება, ის მუდმივად გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ კეთილი ადამიანების წყალობით, არც არასოდეს დამთავრდება, რადგანაც ქველმოქმედება მარადიული ღირებულებაა და ღმართმა ნუ ქნას, რომ ამ ღირებულებისგან დაიცალონ ჩვენი თანამემამულეები...

 

მომავალ აქციას საგაზაფხულოდ ვგეგმავთ, მანამდე კი თანხების შეგროვება გრძელდება შემდეგ ანგარიშზე:

ს/ს „თიბისი ბანკი“, კოდი TBCBGE 22,

ანგარიშის ნომერი GE05TB0300000040467281

მიმღები: შპს P.S. (პოსტსკრიპტუმი)

 

გთხოვთ, ყველა კერძო პირს თუ კომპანიას, ჩაერთოთ ამ საქველმოქმედო აქციაში.

შესაბამისად კი, ჩვენ  უფასოდ გამოგიყოფთ შეძენილი წიგნების ღირებულების ტოლფას სარეკლამო ფართს ინტერნეტპორტალზე www.psnews.ge, სადაც შესაძლებელი იქნება თქვენთვის სასურველი  ნებისმიერი რეკლამის, განცხადების, მილოცვისა თუ სტატიის გამოქვეყნება;

 

 

 პატივისცემით, ნატო გუბელაძე

მთავარი რედაქტორი

 

 

 

 

 

   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია