ქუთაისში ბაგა-ბაღების თანამშრომლები მიმდინარე თვიდან გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. ასევე 35 ბაღში მოხდება ცხელი წყლის ქსელის გამართვა. აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად ქუთაისის მერიამ წელს 1 300 000ლარი გამოყო, რომლის უმეტესი ნაწილი გასული წლის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით დაიზოგა.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ისაუბრა.
37 ფილიალის 1598 თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიმდინარე თვიდან მიიღებს. ხელფასები 20–30 პროცენტით გაიზარდა.
ასევე ბრიფინგზე ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ბაღის ყველა თანამშრომელი სამსახურს შეინარჩუნებს.
,,იმ ინფორმაციებს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც ბოლო დროს ვრცელდება, შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ბაღის არცერთი თანამშრომელი სამსახურს არ დატოვებს, მე ვიქნები ამის გარანტი"–განაცხადა შოთა მურღულიამ.