დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ტყიბულის გამგეობის თანამშრომელი დააკავა
2016/02/11 12:11:25

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი კუპრაშვილი დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მეწარმესთან, მას დაპირდა, რომ აუცილებლად გაამარჯვებინებდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 547 778 ლარიანი სამშენებლო ტენდერში, სანაცვლოდ კი მოსთხოვა ტენდერის ღირებულების 25 პროცენტი - 136 944 ლარი. ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა დააკავა მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის, 10 000 ლარის აღების ფაქტზე. თანხა ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. 

ტყიბულის გამგეობის დაკავებულ თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც სასჯელის სახით 6 - დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

წყარო: http://is.ge/News/10081

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2249
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია